რაზე ისაუბრეს თამარ ბაჩალიაშვილის დედამ და ირაკლი შოთაძემ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე - კვირის პალიტრა

რაზე ისაუბრეს თამარ ბაჩალიაშვილის დედამ და ირაკლი შოთაძემ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედის თეონა თამაზაშვილის განცხადებით, პროკურორმა მარიამ გოგორელიანმა ბოდიში მოიხადა. ამის შესახებ თეონა თამაზაშვილმა გენერალურ პროკურორთან ირაკლი შოთაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მისივე თქმით, მარიამ გოგორელიანი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს ჩამოაცილეს.

"კარგი შეხვედრა იყო და კმაყოფილი ვარ, ვენდობი ირაკლი შოთაძეს. ყველაფერზე გექნება პასუხიო. პროკურორმა მარიამ გოგორელიანმა ბოდიში მოიხადა, პოსტიდან არა, მაგრამ ჩვენი საქმიდან გაყვანილია. ამ ეტაპზე კმაყოფილი ვარ", - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ მასზე პროკურორ მარიამ გოგორელიანის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა.

მისი თქმით, საქმის პროკურორი მას სთხოვდა ეთქვა, საიდან ჰქონდა ჟურნალისტ გიორგი კაპანაძეს თამარ ბაჩალიაშვილის ჩანაწერი.

"ინტერპრესნიუსი"