"პროკურორი, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის მიმართ არაეთიკურად მოქმედებდა, საქმეს ჩამოაშორეს" - რას ამბობს ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"პროკურორი, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის მიმართ არაეთიკურად მოქმედებდა, საქმეს ჩამოაშორეს" - რას ამბობს ადვოკატი?

ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, პროკურორი, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის მიმართ არაეთიკურად მოქმედებდა, საქმეს ჩამოაშორეს.

რამიშვილის თქმით, გენერალურ პროკურორთან შეხვედრა ნაყოფიერი იყო და მან მიიღო საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტები სოციალურ ქსელებთან დაკავშირებით, რომელიც ბევრ საკითხს ნათელს მოჰფენს.

"საკმაოდ სერიოზული საუბარი გვქონდა გენერალურ პროკურორთან და მის მოადგილეებთან, დეტალურად გვქონდა ყველა თემაზე საუბარი. მივიღეთ ძალიან საინტერესო ინფორმაციები, გადმომეცა საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტაციები იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც ეხება საზღვარგარეთიდან მოთხოვნილ ინფორმაციებს, დაკავშირებულს სოციალურ ქსელებთან, რომელიც ძალიან მალე ბევრ რაღაცას ნათელს მოჰფენს. ამავდროულად მივიღეთ ინფორმაცია, რომ ის პროკურორი, რომელიც არაეთიკურად ახორციელებდა მოქმედებას, შესაბამისი რეაგირება მოახდინეს და ჩამოშორდა საქმეს, იმიტომ, რომ არ იყო მისი ქცევა ეთიკური დაზარალებულის მიმართ. მაგრამ დღევანდელი ჩვენი შეხვედრა არ არის ბოლო", - განაცხადა რამიშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

"ინტერპრესნიუსი"