ქართველ "კანონიერ ქურდებს" შორის დაპირისპირება გრძელდება - რა მოხდა იტალიაში "ონიანი-ჯანგველაძის" კლანს შორის?
ქართველ "კანონიერ ქურდებს" შორის დაპირისპირება გრძელდება - რა მოხდა იტალიაში "ონიანი-ჯანგველაძის" კლანს შორის?
ფოტო:ნადირ სალიფოვი, რუსლან გეგეჭკორი, ოთარ ტოტოჩია
საინფორმაციო სააგენტო Прайм Крайм-ის ცნობით, ქართველი "კრიმინალური ავტორიტეტები" კარანტინისა თუ თვითიზოლაციის მიუხედავად მაინც აქტიურობენ, სიტყვიერი გარჩევები კი ფიზიკურმა დაპირისპირებებმა შეცვალა.

როგორც ჩანს, ამჯერად ერთმანეთს ნეაპოლში "ონიანი-ჯანგველაძის" კლანი დაუპირისპირდა. 45 წლის ლევან დადეშქელიანს, იგივე "ლევან სვანსა" და 44 წლის აკაკი ლანდიას, იგივე "კაკოს" შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. დაპირისპირების მიზეზს არ ასახელებენ, ცნობილია მხოლოდ ის, რომ დადეშქელიანსა და ლანდიას დაპირისპირებისას, "კაკო" საკმაოდ დაშავდა.

სააგენტოს ცნობით, თუ იტალიაში წლოვანებითა და "რანგით" თანატოლმა "კრიმინალურმა ავტორიტეტებმა"
ერთმანეთს სცემეს, ანტალიაში მომხდარი ჩხუბისას, ერთმანეთს 60 წლის ოთარ ტოტოჩია და 33 წლის რუსლან გეგეჭკორი დაუპირისპირდა.

როგორც ცნობილია, ეს ორი "კრიმინალური ავტორიტეტი" ერთმანეთს დიდი ხანია ალმაცერად უყურებენ. ორივე მათგანი ნადირ სალიფოვის, იგივე "გულის" გარემოცვის წარმომადგენლები არიან. 33 წლის გეგეჭკორი უკვე მესამე თაობის "კანონიერი ქურდია" და
ამით ამაყობს კიდეც. ხოლო ოთარ ტოტოჩია ძველი თაობის "ავტორიტეტად" ითვლება. მას 90-იან წლებში "რუხ კარდინალსაც" კი ეძახდნენ. ტოტოჩია სალიფოვის გარემოცვაში დაახლოებით ერთი წელია მოხვდა, მას შემდეგ, რაც ხანში შესულ "კრიმინალურ ავტორიტეტს" რუსეთში მიღებული ახალი კანონების გამო, ტერიტორიის დატოვება მოუწია.


მოამზადა ნიკა გულუამ
ყარამანი
17 აგვისტო 2020 05:29
ავლაბრელ ყაიმაზას საყურადღებოდ!
"ქურდებს" და მსგავს პარაზიტ წარმონაქმნებს საბოლოოდ ეთქვათ უარი, მსგავსი საბჭოური ანაქრონიზმი კარგა ხანია ჩაირეცხა!!!
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
16 აგვისტო 2020 20:48
სახელმწიფო უნდა დაეხმაროს, რადგან რუსეთმა შეავიწროვა, ჩვენ გავუხსნათ გზები, რომელი პრინციპით? , ჩემი მტრის მტერი, ჩემი მეგოობარია.. ღმერთმა აცოცხლოს ქურდები! ქალაქ თბილისის მერი, პრეზიდენტი და ოცნების ხელმძღვანელობა... სსჟვ ბრატცი!!!
გიო
16 აგვისტო 2020 16:55
თქვენ რა გიჭირთ კი გააიასნებთ საქმეს, ქურდები ხართ და.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, კორონავირუსის შემთხვევათა მატება შეუშლის თუ არა ხელს წინსაარჩევნო პროცესების სრულფასოვან წარმართვას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, კორონავირუსის შემთხვევათა მატება შეუშლის თუ არა ხელს წინსაარჩევნო პროცესების სრულფასოვან წარმართვას?