"ღამე 5-ზე წავიდნენ და ამ დრომდე არ ჩანან" - ვინ არიან ბარ "ბაუჰაუსის" გაუჩინარებული თანამშრომლები? - კვირის პალიტრა

"ღამე 5-ზე წავიდნენ და ამ დრომდე არ ჩანან" - ვინ არიან ბარ "ბაუჰაუსის" გაუჩინარებული თანამშრომლები?

სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ თბილისში, დედა ენის ბაღში მდებარე ბარის, "ბაუჰაუსის" ორ თანამშრომელს, გიორგი შალამბერიძეს და ბაია ბერუაშვილს.

როგორც ირკვევა, ისინი 15 აგვისტოს, ღამის 5 საათიდან გაუჩინარდნენ და ამ დრომდე მათ ადგილსამყოფელს ვერავინ მიაგნო.

თავად ბარის "ფეისბუკ გვერდზეც დევს ინფორმაცია, რომ ახალგაზრდებს ყველგან ეძებენ. "გთხოვთ გაავრცელოთ!! ვეძებთ !! გიორგი შალამბერიძეს და ბაია ბერუაშვილს. თუ ვინმემ უახლოესი 21 საათის განმავლობაში სადმე ნახეთ ეს ადამიანები, გთხოვთ გამოგვეხმაუროთ"- წერს ბარის ადმინისტრაცია და კომენტარებში მითითებულია დამატებით: "ჩვენი თანამშრომლები არიან. გუშინ ღამე 5-ზე წავიდნენ ბაუჰაუსიდან და ამ დრომდე არ ჩანან და ვეძებთ ჩვენც და პოლიციაც".

აქვე, კომენტარებში წერენ მათი ბოლო ადგილსამყოფელის შესახებ: "ბაუჰაუსიდან გამოვიდნენ დილის 5 საათზე და იუსტიციის სახლის მიმართულებით წავიდნენ. ვერცხლის ქუჩაზე ფიქსირდება ბოლო ლოკაცია".

აღნიშნულ ბარში დამატებით კომენტარს ამ ეტაპზე არ აკეთებენ.

გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

(სპეციალურად საიტისთვის)