მირიან ნიკოლაძე: "უტყუარად დადასტურებულია, რომ გიორგი ამ პირების მოკლულია"
მირიან ნიკოლაძე: "უტყუარად დადასტურებულია, რომ გიორგი ამ პირების მოკლულია"
არჩილ გაგნიძის ადვოკატი: "ვფიქრობ, უკვე არსებობს ჩანთის ექსპერტიზის დასკვნა, მაგრამ გამოქვეყნება არ უნდათ, რადგან შესაძლოა დადგინდეს, რომ დაკავებულებს ჩანთასთან შემხებლობა არა აქვთ ან სულაც სხვა პირების შემხებლობა დადასტურდეს"

როგორც მოსალოდნელი იყო, პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე "ტოიოტა ქამრის" ხუთ მგზავრს: ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს და ორ არასრულწლოვანს, ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს ბრალი დაუმძიმა და მათ ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობასაც ედავებიან. წინასასამართლო სხდომა 27 აგვისტოს დაინიშნა, ამის შემდეგ კი საქმის არსებითი
განხილვა დაიწყება. კომისიური ექსპერტიზის შუალედური ანგარიში უკვე მზად არის და პროკურატურამ ხუთ პირს ბრალი სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე დაუმძიმა. გამოძიებამ ექსპერტიზის ბიუროს 14 კითხვით მიმართა და ჯერ მხოლოდ 8 კითხვაზეა პასუხი გაცემული.

როგორც კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნაში ვკითხულობთ, შაქარაშვილი დაზი
ანებებს ვერ მიიღებდა სწორი რელიეფის ასფალტირებულ გზაზე ან ბილიკის ჩასასვლელამდე ასფალტირებული გზის მიმდებარე გვერდულზე წაქცევა-დაცემით. ამავე დასკვნის თანახმად, ყველა დაზიანება სიცოცხლის დროინდელია და მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნით, როგორიც არის ხელკეტი, ხელი, ფეხი, ქვა...

"14-დან 8 კითხვას პასუხი გაეცა"


ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე აცხა­დებს,­ რომ შუალედური დასკვნა გამოძიების საჭიროების გამო მომზადდა.


- გასარკვევი იყო შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი, დაზიანებების ტიპი, სიმთვ­რალე-სიფხიზლის მდგომარეობა... 14-დან 8 კითხვას გაეცა პასუხი. დადგინდა, რომ შაქარაშვილი სიმაღლიდან ვარდნით­ და წყალში დაცემით, არც დაგორებით მიიღ­ებდა ამ დაზიანებებს. წელის არეში დაზიანებები აქვს მკვრივი ბლაგვი საგნის ძლიერი ზემოქმედებით. ეს უნდა ყოფილიყო ხელკეტის მსგავსი ნივთი. დასაშვებია, რომ ძირითადად დაზიანებები განვითარებულიყო ცემის დროს და ისინი არის სიცოცხლის დროინდელი. დანარჩენ კითხვებზე ჯერ პასუხი გაცემული არ არის, რადგან კვლავ მიმდინარეობს კვლევა. ჰისტოქიმიური უახლესი მეთოდებით ზუსტად უნდა დავადგინოთ სიცოცხლის დროინდელი დაზიანებების ხანდაზმულობა; უნდა გაირკვეს, გარდაცვლილს ხომ არ დაუკარგავს გონება­ ან ხომ არ განვითარებულა ტრავმული შოკისთვის დამახასიათებელი მოვლენები, ასევე, რამდენ ხანს იყო წყალში. მალე დანარჩენ კითხვებსაც ამომწურავი პასუხი გაეცემა.

ადვოკატი: "ამ საქმეში არ არის არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ შაქარაშვილი ცემის შემდეგ წყალში გადააგდეს"


ადვოკატებს პროკურატურამ საქმის დეტალების გამოქვეყნება აუკრძალა­ და გაუთქმელობის ხელწერილი ჩამოართვა. ჩვენ რამდენიმე კითხვით მივმართეთ არჩილ­ გაგნიძის ადვოკატ ვასილ მამულაშვილს.
- არჩილ გაგნიძე თავს უდანაშაულოდ ცნობს და დარწმუნებული ვართ, მისი უდანაშაულობა დადასტურდება გამამართლებელი განაჩენით. მისთვის განზრახ მკვლელობის ბრალის წარდგენას ველოდით, თუმცა საქმეში არსებული მტკიცებულებები ამის საფუძველს არ იძლევა, მაგრამ პროკურატურისა და დაზარალებულის უფლებამონაცვლის პოზიციის გათვალისწინებით ვიცოდით, ამ უკანონო ნაბიჯს გადადგამდნენ.

- ამტკიცებთ, რომ განზრახ მკვლელობა­ არ მომხდარა. მაშ, რა ვითარებაში მოკლეს გიორგი? მას სხეულზე სიცოცხლის დროინდელი უამრავი დაზიანება ჰქონდა...
- ეს საქმე გაუხსნელია. ბრალის წარდგენა საქმის გახსნას არ ნიშნავს, მტკიცებულებები არ არის. აუცილებელია დადგინდეს კონკრეტულ პირთა მოქმედებები, რამაც პირის გარდაცვალება გამოიწვია. პროკურატურა ხელმძღვანელობს ვარაუდით,­ რომ ამ პირებმა ჩაიდინეს დანაშაული, მაგრამ არც ერთი მტკიცებულება არ ადასტურებს გაგნიძის შემხებლობას ამ საქმესთან. საქმეში არ არის არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ შაქარაშვილი ცემის შემდეგ წყალში გადააგდეს.

- მის სხეულზე სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები დადასტურებულია ექსპერტიზით. არც იმას ეთანხმებით, რომ მას სცემეს?
- დანაშაულთან შემხებლობას არ ვადა­სტურებთ, მაგრამ ვირტუალური ძალადობა­ ხომ ვერ იქნებოდა? სასამართლო ვარაუდების საფუძველზე განაჩენს ვერ გამო­იტანს და გამამართლებელი განაჩენი დადგება.

- პროკურატურა ამბობს, რომ საქმეში საკმარისზე მეტი მტკიცებულებაა.
- საქმეში არის მხოლოდ ვარაუდები.­ "ტოიოტას" მისვლისას იქ იყო ოთხი ადამიანი: ამირხანაშვილი, ახვლედიანი, შაქარაშვილი და ქათამაძე. ქათამაძე­ ამბობს, რომ გადასასვლელამდე ჩაიმალა და არ აწვდის ინფორმაციას გამოძიე­ბას, სად წავიდ­ნენ­­ სხვები. ამიტომ გამოირიცხა, რომ მან ვინმე ამხილოს. ახვლედიანი არც ერთ ოქმში არ მიუთითებს, რომ რომელიმე­ პირი შაქარაშვილთან ურთიერთობისას დაინახა.

- თუმცა მან ჩვენებაში განაცხადა, რომ თქვენი დასაცავი მისდევდა შაქარაშვილს...
- ახვლედიანი ამბობს, დამალული რომ ვიყავი, 10 წუთის განმავლობაში მესმოდა ხმები, იძახდნენ გამოდით, სად იმალებითო.­ ის არათუ ადასტურებს, არამედ გამორიცხავს კიდეც ვერსიას, რომ ვინმეს­ ურთიერთობა ჰქონოდა შაქარაშვილთან. თუ მისდევდნენ, სცემდნენ და კლავდნენ, ვერ დაიძახებდნენ, გამოდით, სად ხართო. რჩება ამირხანაშვილი, მაგრამ მისი ინფ­ორმაციაც არასრულყოფილია... ვერც ის დაინახავდა, ვინ დაესხა თავს შაქარაშვილს.

- გაგნიძეს პროკურატურამ სახაზინო ადვო­კატი დაუნიშნა, რადგან თქვენ მასალები არ ჩაიბარეთ. ყველა ადვოკატი გაფრთხილებულია გაუთქმელობაზე და ეს ხომ არ იყო მასალების გაცნობაზე თქვენი უარის­ მიზეზი?
- სამი ადვოკატი ვიცავთ გაგნიძეს და მას სახაზინო ადვოკატი დაუნიშნეს! სასამართლომაც უკანონობა ჩAაიდინა, როცა ეს ადვოკატი საქმეში დატოვა. დაცვის ტაქტიკიდან გამომდინარე, უარი ვთქვით საქმის მასალების ჩაბარებაზე - თუ არ გაქვს, ხომ ვერც გაავრცელებ?! პროკურატურას­ უნდოდა, გაუთქმელობის ოქმზე ხელმოწერით დაედუმებინა ადვოკატები. მან დაარღვია ბრალდებულის უფლებები, საზოგ­ად­ოებრივი ადვოკატი ჩართო საქმეში და მას მოაწერინა ხელი გაუთქმელობაზე...

- დანაშაულის დეტალებს დავუბრუნდეთ... ამტკიცებთ, რომ "ტოიოტას" არც ერთ მგზავრს არ მოუკლავს გიორგი, თუმცა ექსპერტიზის­ დასკვნით, ის ნაცემი იყო. მაშ ვინ სცემა?
- ჩემგან რამის მტკიცება სწორი არ იქნება. რა თეორიული მტკიცებულებით უნდა დავადასტუროთ, რომ მისთვის არავის დაურტყამს, მაგრამ პროკურატურამ უნდა დაამტკიცოს, რომ ეს ჩვენ ჩავიდინეთ.

- მაგრამ მას დაზიანებები ჰქონდა...
- ეს ტექნიკური საკითხია, რომელიც ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაადასტურებს, რომ ეს იქ მყოფმა პირებმა ჩაიდინეს.­ ჯერ კიდევ ბევრი დასკვნაა მოსასვლელი.­ აღებულია ანაწმენდები, ამოღებულია ტანსაცმელი და თუ რომელიმე ბრალდებულს შემხებლობა ჰქონდა შაქარაშვილთან, გენეტ­იკური ექსპერტიზით დადგინდება, თუმცა შემხებლობაც არ ნიშნავს მკვლელობას. რამდენიმე პირს ბრალად სდებენ დანაშაულს, რომელიც 17 წლამდე თავისუფ­ლების აღკვეთას ითვალისწინებს და ვარაუდით ბრალის წარდგენა სამართლიანია? შესაძლოა, პირს ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობა დააბრალო, მაგრამ სასამართლოში უნდა დადგინდეს, ვინ იყო დანაშაულის აღმსრულებელი, თანააღმსრულებელი, დამხმარე... არ შეიძლება ხუთ პირს წაუყენო ერთნაირი ბრალი ისე, რომ საქმეში თითოეული მათგანის როლი არ გაარკვიო...

- ჩანთის ექსპერტიზაზეც ხომ არ არის გაცემული შუალედური დასკვნა?
- ჩანთა ერთ-ერთი მტკიცებულებაა.ვფიქრობ, ის ბრალდების ვერსიას ხელს უშლის და ამიტომ არ არიან დაინტერესე­ბ­ული, დროულად მიიღონ ექსპერტიზის პასუხი. გენეტიკური და ბიოლო­გ­­იური ექსპერტიზის დასკვნები ორ დღეში­ არ გაიცემა, მაგრამ არც ორი თვე სჭირდება. ვფიქრობ, უკვე არსებობს ჩანთის ექსპერტიზის დასკვნა, მაგრამ მისი გამოქვეყნება არ უნდათ, რადგან შესაძლოა დადგინდეს, რომ დაკავებულებს ჩანთასთან შემხებლობა არა აქვთ, ან სულაც სხვა პირების შემხებლობა დადასტურდეს. ამიტომ გააშუქებენ იმ ვერსიებს, რაც ახლა აქვთ, საზოგადოებას დაარწმუნებენ, რომ ყველაფერი ისეა, როგორც თვითონ ამბობენ და მერე გამოაჩენენ ამ ექსპერტიზის პასუხს. ჩვენ თანახმა ვართ, ყველა საგამოძიებო მოქმედებაში მივიღოთ მონაწილეობა და ვითხოვთ საგამოძიებო ექსპერიმენტების ჩატარებას, მაგრამ დღემდე არც ერთი საგამოძიებო ექსპერიმენტი არ ჩატარებულა.

- აქამდე საქმის ყველა ფურცელი საზოგა­დოებისთვის ხელმისაწვდომი იყო. ბევრი იურისტი თვლის, რომ ეს გამოძიებას აზარალებს. თქვენ ასე არ ფიქრობთ?
- თუ მართლაც ზრუნავდნენ ოჯახზეც და არასრულწლოვან ბრალდებულებზეც, თავიდანვე უნდა მოეთხოვათ გაუთქმელობის ხელმოწერა. ახლა გამოდის, რომ პროკურატურამ თავისი უმოქმედობით აღიარა­, როგორ არღვევდა სხვათა უფლებებს.

- ამ მასალებს ხომ თქვენ აქვეყნებდით?
- ადვოკატს თუ რაიმე ნორმით შეზ­ღუდავ, ის ვერაფერს გამოაქვეყნებს, დღეს კი პროკურატურის ეს მოთხოვნა დაგვიანებული მგონია. საქმეში მტკიცებულებები არ არის და თუ ეს მასალები საზოგადოების სამსჯავროზე გამოვა, ყველა დაინახავს. აი, სწორედ ამიტომ მოგვთხოვა მაინცდამაინც ახლა გაუთქმელობა პროკურატურამ.

"თუ სასწაული მოხდა და სხვა რაღაც­ გამოჩნდა, მერწმუნეთ, არაფერზე დავხუჭავთ თვალს"

შაქარაშვილის ოჯახი პროკურატურას ენდობა და ყველა დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. პროკურატურამ დაზარალებულად უკვე ცნო მოკლულის მშობლები და ოჯახი საქმის ახალი მასალების გაცნობას შეძლებს. მოკლულის ბიძა, ოჯახის ინტერესების დამცველი ადვოკატი მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ პროკურატურამ სრულყოფილი გამოძიება ჩაატარა.

- საბოლოოდ დადგინდა, რომ გიორგის განზრახ მკვლელობა ხუთმა პირმა ჩაიდინა და ვფიქრობთ, მათი დანაშაული სრულად არის დადასტურებული. ბრალის წარდგენის საფუძველი გახდა ექსპერტიზის დასკვნა, ჩვენი და გამოძიების არაერთი მოქმედებით კი დადგინდა, რომ "ტოიოტას" მგზავრების გარდა სხვა მანქანები და სხვა პირები შემთხვევის ადგილზე არ იყვნენ და დანაშაულს ვერ ჩAაიდენდნენ. დაზარალებული­ ოჯახი მოითხოვს ამ პირთა უმკაცრესად დასჯას. ჩვენ ბოლომდე მივადევნებთ თვალს არა მხოლოდ სასამართლო პროცესებს, არამედ იმასაც, რომ სასჯელის მოხდის პროცესშიც ისინი არ შეიწყალონ... ჩვენ გვინდა, რომ დამნაშავეებმა საკადრისად აგონ პასუხი!

- ანუ ოჯახი გამოძიებას ენდობა?
- გამოძიებას ოჯახი აქამდეც ენდობ­ოდა და ჩვენ ურთიერთთანამშრომლობით­ მივედით დანაშაულის გახსნამდე. ჩავატარეთ არაერთი ექსპერიმენტი, საქმეში არის კომპლექსური მტკიცებულებები და უტყუარად დადასტურებულია, რომ გიორგი სწორედ ამ პირების მოკლულია. თუ სასწაული მოხდა და სხვა რაღაც­ გამოჩნდა, მერწმუნეთ არავინ არაფერზე დახუჭავს თვალს. პირიქით, ოჯახის ერთადერთი მიზანია, გაირკვეს სიმართლე და ზუსტად ის პირები დაისაჯონ, ვინც მკვლელობა ჩაიდინა.

- ბრალდებულების ადვოკატები ამბობენ,­ რომ საქმეში მტკიცებულებები არ არის.
- უშუალოდ 109-ე მუხლით გამოყოფილი საქმის მასალებზე ვერ ვილაპარაკებ, თუმცა ისიც კი, რაც საქმის გამოყოფამდე იყო, კმაროდა იმისთვის, რომ ბრალდებულებისთვის ამ მუხლით ბრალი წარედგინათ. საერთოდ თავს ვიკავებ ადვოკატთა განცხადებების კომენტირებისგან - ისინი თავიანთ საქმეს აკეთებენ, მაგრამ არ არის მართალი, თითქოს საქმეში არ იყოს მტკიცებულებები. მათ ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს მხოლოდ ის, რომ ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვით, რა მოხდა ფერდობის ქვემოთ, როცა გიორგი იძულებული გახდა, გაქცეულიყო და მას ორივე მხრიდან გზა მოუჭრეს. იქ მხოლოდ დამნაშავე­ები და ჩვენი ბავშვი იყვნენ. დამნაშავეები არაფერს აღიარებენ. ამიტომ ზუსტი სურათი­ არ გვაქვს, მაგრამ ამ ფერდობამდეც ბევრი რამ ხდება, რისი მტკიცებულებებიც არსებობს. ფიზიკური შეურაცხყოფა დადასტურებულია ექსპერტიზით. ბავშვის დაზიანებები სიცოცხლის დროინდელია, მერე კი წყალში ჩააგდეს... ვინ რას აკეთებდა დანაშაულის ჩადენისას, საქმეების უმრავლესობაში ამის გარკვევა ვერ ხერხდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ მკვლელობა არ ჩაუდენიათ. მათ დანაშაული ჩაიდინეს ჯგუფურად და არა აქვს მნიშვნელობა,­ ვინ იყო დამხმარე, ვინ - ორგანიზატორი­ და ვინ - წამქეზებელი. ასეთ დანაშაულში გარევა ყველა პირს დანაშაულის თანასწორ მონაწილედ აქცევს. მე გეუბნებით, საქმის მასალები საკმარისია მაღალი სტანდარტით, რომ ამ საქმეზე დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი.

- დანაშაულის მოტივიც გამოიკვეთა?
- მოტივი, ალბათ, სტანდარტულია - შურისძიება და ვინც ხელში მოხვდათ, იმას გაუსწორდნენ ასე სასტიკად.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები