"ბაია ბოლო დროს "ბილაინში" მუშაობდა, მაგრამ წამოსვლას აპირებდა, განცხადებაც ჰქონდა დაწერილი... გარდაცვლილ ბიჭს არ ვიცნობდი"
"ბაია ბოლო დროს "ბილაინში" მუშაობდა, მაგრამ წამოსვლას აპირებდა, განცხადებაც ჰქონდა დაწერილი... გარდაცვლილ ბიჭს არ ვიცნობდი"
15 აგ­ვის­ტოს, გამ­თე­ნი­ი­სას, "დე­და­ე­ნის ბაღ­ში" მდე­ბა­რე "ბა­უ­ჰა­უს ბა­რის" ორი თა­ნამ­შრო­მე­ლი - გი­ორ­გი შა­ლამ­ბე­რი­ძე და ბაია ბე­რუ­აშ­ვი­ლი გა­უ­ჩი­ნარ­და. 2-დღიანი ძებნის შემდეგ, ახალგაზრდების ცხედრები მტკვარში, ბარის მიმდებარე ტერიტორიასთან ახლოს იპოვეს. მაშველები დილიდან ათვალიერებდნენ სპეციალური წყლის სკანირების აპარატით წყლის ფსკერს და დღის 2 საათზე ჯერ გოგონას ცხედარი ამოიყვანეს, შემდეგ ბიჭის.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ბაია ბერუაშვილის და გიორგი შალამბერიძის გარდაცვალების მიზეზი. ამ დეტალებს სამართალდამცავები დაადგენენ. მთელი დღე გრძელდებოდა დაღუპული ახალგაზრდების ახლობლების, ნათესავებისა და
ბარის თანამშრომლების დაკითხვა პოლიციის განყოფილებაში. დაკითხვის შემდეგ, მათ მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს.

როგორც გარდაცვლილი გოგონას ახლობელმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ცხედრებს ვიზუალური დათვალიერებით ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ, ამიტომ ოჯახის ახლობლები უბედურ შემთხვევას განიხილავენ. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, ბაია დაბალი მოაჯირიდან მტკვარში გადავარდა და შემდეგ, მისი გადარჩენა გიორგი
შალამბერიძემ სცადა.

ბაია ბერუაშვილის ცხედარს ექსპერტიზის ბიუროდან თერჯოლაში, სოფელ ეწერში გადაასვენებენ, ხოლო გიორგი შალამბერიძე თბილისში, საკუთარ სახლში მიასვენეს. ბაია წარმოშობით ქუთაისელია, ქუთაისში აქვთ საცხოვრებელი სახლი, ბოლო წლები მისი დედაც თბილისში მუშაობდა და ოჯახს თურმე გლდანში, ახალი ნაყიდი ჰქონდა ბინა.

"ბაია ძალიან მოწესრიგებული გოგო იყო, თბილი, უკარგესი ადამიანი. უნივერსიტეტში ფსიქოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა, ერთი პერიოდი "ბორმენტალში" მუშაობდა ფსიქოლოგად. მერე იყო ამ ბარის თანამშრომელი, მაგრამ როგორც შევიტყვე, ბოლო დროს კომპანია "ბილაინში" მუშაობდა. იქიდან წამოსვლას აპირებდა, განცხადებაც ჰქონდა დაწერილი, რატომ მოდიოდა არ ვიცი, მაგრამ როგორც მითხრეს, სექტემბერში უკვე ტოვებდა სამსახურს. ამ ბარში ახლა მუშაობდა თუ არა, არ ვიცი. სულ ვეხუმრებოდი, მაინცდამაინც ჯავახიშვილი უნდა დაგემთავრებინა ბარში რომ გემუშავა-მეთქი. სურდა თანხა მოეგროვებინა და თავისი ბარი ჰქონოდა. როგორც ამბობენ, იქ მეგობრის დაბადების დღეზე იყო მისული, შეიძლება ბარის ყოფილ თანამშრომელს ჰქონდა დაბადების დღე და იქ მივიდა. ერთი ის ვიცი, რომ ნარკოტიკს არასდროს გაეკარებოდა, ძალიან კარგი ახალგაზრდა იყო, კარგი ოჯახის შვილი. განადგურებულები ვართ ამ ამბით. წარმოუდგენელია იმის დაჯერება, რომ ბაია აღარ გვყავს. გარდაცვლილ ბიჭს არ ვიცნობდი, მაგრამ მასაც ყველა დადებითად ახასიათებს. რა მოხდა, არ ვიცით. როგორც ოჯახის წევრები ვარაუდობენ, სავარაუდოდ გადავარდა იქიდან, ან მიეყუდა რაღაცას და გადავარდა, შემდეგ ეტყობა ბიჭმაც დახმარება სცადა. სხვა ვერსია არ გვაქვს. ის რომ ნასვამები იყვნენ, ცნობილია, ამიტომ უფრო მეტად განიხილება უბედური შემთხვევა", - ამბობს მეგობარი ჩვენთან საუბარში.

ვცადეთ გადაგვემოწმებინა ინფორმაცია "ბილაინში". როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, სოფო ბალავაძემ დაგვიდასტურა, ბაია ბერუაშვილი მათი თანამშრომელი იყო, თუმცა იქვე დასძინა, რომ მათთან ცოტა ხანი მუშაობდა და წასვლაზე განცხადება დაწერილი ჰქონდა.
"ქოლ ცენტრში" მუშაობდა. ერთი თვე რჩებოდა განცხადების დაწერის შემდეგ. არაფერი განსაკუთრებული არ ვიცი. აქ დატვირთული რეჟიმია, შეიძლება არ მოეწონა გრაფიკი".

საქმეზე გამოძიება გრძელდება.

(სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები