"მოგვიკლეს ბიჭი, რომელსაც სოფელში მშვიდობის მტრედს ვეძახდით"
"მოგვიკლეს ბიჭი, რომელსაც სოფელში მშვიდობის მტრედს ვეძახდით"
22 აგვისტოს, გამთენიისას, ამბროლაურის სოფელ აგარაში შემზარავი დანაშაული მოხდა. იმ საბედისწერო ღამეს, 29 წლის ვლას (ლასო) აბუთიძე, ღამის 2 საათზე, საკუთარი სახლიდან, იმავე სოფელში, თავისივე კოტეჯში მდგმურების ზარის შემდეგ მივიდა. ახალგაზრდა ბიჭს კოტეჯი გოგონებზე ჰქონდა გაქირავებული. ღამით დაურეკეს მდგმურებმა და უთხრეს, რომ იქვე გვერდით, სახლის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები მათ ავიწროებდნენ. როგორც ირკვევა, ოთხი ახალგაზრდა მამაკაცი ქალებთან შეჭრას შეეცადა, სწორედ ამიტომ ითხოვეს მდგმურებმა დახმარება. საქმის გასარკვევად ლასო აბუთიძე მარტო მივიდა. როგორც
ჩანს, მუშებსა და აბუთიძეს შორის შელაპარაკება მოხდა, რასაც მკვლელობა მოჰყვა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ბიჭი სცემეს და ხელით მოგუდეს. როგორც ირკვევა, დამნაშავეები ნასვამები იყვნენ.
ძალოვნებმა ეს დანაშაული ოპერატიულად გახსნეს და დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული 2 პირი: ვ.ს. და ი.ქ. დააკავეს.

ჩვენი
ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული ტყიბულის სოფელ მუხურაში მცხოვრები 19 წლის ბიჭები არიან, რომლებიც ამბროლაურში სამუშაოდ იყვნენ ჩასულები.

გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ბრალდებულებს და 1990 წელს დაბადებულ ლასო აბუთიძეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაპირისპირების დროს მიღებული დაზიანებებით აბუთიძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციის ინფორმაციით, დაკავებული 19 წლის დამნაშავეები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და მათ 13- დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

მთელი სოფელი შეძრა ამ ფაქტმა და ისინი დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.

კახა აბუთიძე, ადგილობრივი მცხოვრები:
- ისე ვართ განადგურებულები ამ საშინელი ტრაგედიით, ლაპარაკი გვიჭირს, ისეთი ბიჭი მოგვიკლეს. 29 წლის იყო ლასო, თბილისში ცხოვრობდა და იქ საქმიანობდა, თავისი პატარა ბიზნესი ჰქონდა. უცხოეთშიც დადიოდა და სულ შრომობდა. როგორც კი დრო გამოუჩნდებოდა, ამბროლაურში, სოფელ აგარაში მორბოდა, ისე უყვარდა აქაურობა და მთელი სანათესაო. საოცარი ადამიანი იყო. საკმაოდ ერუდირებული, ჩამოყალიბებული ახალგაზრდა. კონფლიქტური საერთოდ არ იყო. ასეთი კარგი ბიჭი იყო და წარმოუდგენელია რა მოხდა ისეთი, რომ ასე გაიმეტეს.

- დანაშაული საკუთარ კოტეჯში მოხდა?
- დიახ, აგარაში მოხდა. კოტეჯი ჰქონდა გაქირავებული გოგონებზე, იქვე გზის მეორე მხარეს ლასოს ბიძაშვილის სახლი შენდება, შიდა სარემონტო სამუშაოები მიდის და მუშები ჰყავდა დაქირავებული. ვინ არიან ეს ადამიანები არ ვიცით, ხომ იცით, ერთ მუშას რომ მეორე მოჰყავს, ასე აღმოჩნდნენ იქ. ადამიანმა ხომ არ იცი, ფსიქიკურად გაწონასწორებულია თუ არა შენი მუშა და ხელოსანი. ბიძაშვილი ისეთი დათრგუნული და განადგურებულია, ხმას ვერ იღებს. როგორც ჩანს, ეს მუშები ავიწროებდნენ ლასოს მდგმურ გოგონებს, ისე იქცეოდნენ, რომ იძულებულები გახდნენ, ლასოსთვის დაერეკათ. ბიჭი ღამის 2 საათზე ჩავიდა სიტუაციის გასარკვევად და ასე სადისტურად მოკლეს. რაჭაში ვინმეს თუ რამე დასჭირდებოდა, ლასოს ურეკავდნენ თბილისში და სთხოვდნენ დახმარებას, დაუზარელი ბიჭი იყო. შესანიშნავი ოჯახი ჰქონდა. ჰყავს მეუღლე და 5 წლის შვილი, ახლა გავიგეთ რომ მეუღლე ფეხმძიმედ ყოფილა.

- გავრცელდა ინფორმაცია, დამნაშავეებმა ხელით გაგუდესო, მართალია?
- ჯერ ექსპერტიზის პასუხი არ გვაქვს, მაგრამ წინასწარი მონაცემებით ასეა. მომხდარის თვითმხილველნი გოგონები არიან და ყველაფერს იტყვიან. ამბობენ, ვკიოდით და ვწიოდით, მაგრამ ეს ადამიანები ვერ მოვაშორეთო, ახლო-მახლოს არავინ ცხოვრობს, რომ კივილის ხმა ვინმეს გაეგო და დასახმარებლად მისულიყვნენ. კოტეჯი სოფლის განაპირას დგას. კივილით რომ ვერაფერს გახდნენ, თურმე შევარდნენ იმ სახლში, სადაც მუშები მუშაობდნენ, იქ ეძინა თურმე ამ მუშების უფროსს, ის პატიოსანი ადამიანია, გაუღვიძებიათ და დახმარება უთხოვიათ. გამოვარდნილა გარეთ და გაშველება სცადა, თურმე მკვლელი ისე იყო შემოხვეული ლასოზე, ამ უფროსს ძლივს მოუგლიჯავს. მერე ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარებია ლასოსთვის, მაგრამ ვერაფერი უშველეს... რას წარმოიდგენდა საკუთარ სახლში მკვლელები რომ დახვდებოდნენ და ასე მოუსპობდნენ სიცოცხლეს. მოგვიკლეს ბიჭი, რომელსაც სოფელში მშვიდობის მტრედს ვეძახდით.

საქმეზე გამოძიება გრძელდება.

(სპეციალურად საიტისთვის)

nino
24 აგვისტო 2020 22:15
სამუდამოოოო!სამუდამოოოო!!! ადამიანს დანაშაულის ჩადენის უნდა ეშინოდეს.
ekaterine55
24 აგვისტო 2020 13:45
აი მართლა უნდა იყოს სამუდამო! და ამდენს ვეღარ გაბედავენ!
kristi
24 აგვისტო 2020 13:01
პოლიციისთვისაც უნდა დაერეკათ გოგონებს და არა მარტო სახლის მეპატრონისთვის

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?
დღის კითხვადი სტატიები