"ამ ქალ­ბა­ტონს მო­უ­წევს ყვე­ლა იმ პი­რის და­სა­ხე­ლე­ბა, ვის და­ვა­ლე­ბა­საც მე ვას­რუ­ლებ" - რას პასუხობს მიხეილ რამიშვილი ბაჩალიაშვილის ბებიას - კვირის პალიტრა

"ამ ქალ­ბა­ტონს მო­უ­წევს ყვე­ლა იმ პი­რის და­სა­ხე­ლე­ბა, ვის და­ვა­ლე­ბა­საც მე ვას­რუ­ლებ" - რას პასუხობს მიხეილ რამიშვილი ბაჩალიაშვილის ბებიას

თამარ ბაჩალიაშვილის დედის დეიდა რიტა ზურაბაშვილი აცხადებს, რომ 23 წლის გოგოს თავისი უფროსი უყვარდა. ამის შესახებ ზურაბაშვილმა "ქრონიკისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

"მითხრა, რომ სამსახურში თავისი უფროსი მოსწონდა. მე ვკითხე ვინ არის და მითხრა, რომ 32 წლისაა, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს - ძალიან ვაჟკაცურია და ტვინიანიო. ბაჩანა შექმნილი პიროვნებაა, ის გვარამიამ და იმ ადვოკატმა შექმნეს, ის და თამარი მეგობრებიც კი არ ყოფილან" - ამბობს ზურაბიშვილი.

გარდაცვლილი პროგრამისტის ბებია ოჯახის ადვოკატზეც საუბრობს და ამბობს, რომ მიხეილ რამიშვილის აყვანასთან დაკავშირებით მას პროტესტი ჰქონდა. რიტა ზურაბაშვილი ვარაუდობს, რომ ადვოკატს "ფულს ვიღაც დაინტერესებული პირი უხდის".

"სამძიმრების პერიოდში თუ სადმე ვიყავი და ოთახში მიხეილ რამიშვილი შემოდიოდა - ან გადიოდა, მე მთხოვდნენ, რომ გავსულვიყავი. მე ძალიან დიდი პროტესტი გამოვთქვი - როგორ მიიღეს ადამიანი, რომელიც მოდის და ამბობს, რომ უფასოდ დაიცავს ოჯახის ინტერესებს. ესე იგი, ვიღაც უხდიდა ფულს, ვიღაც დაინტერესებული პირი, მაგრამ ჩემმა დისშვილმა მითხრა, რომ მას ენდობა", - აცხადებს რიტა ზურაბაშვილი.

AMBEBI.GE საპასუხო კომენტარისთვის ადვოკატ მიხეილ რამიშვილს დაუკავშირდა:

"არ ვიცნობ საერთოდ ამ ქალბატონს, წარმოდგენა არ მაქვს მასზე. ვინ მენდობა და ვინ – არა, არსებობს ქალბატონი თეონა, არსებობს ბატონი ჯუმბერი და თუ რამე კითხვა გაქვთ ჩემს ნდობა-უნდობლობასთან დაკავშირებით, მათ ჰკითხეთ. "იმედი" არის სამთავრობო ტელევიზია.

ეტყობა ამ ხელისუფლებას და სუს-ს ძალიან ვუშლი ხელს, ამ საქმისადმი ჩემმა მიდგომამ და ჩემს მიერ გამოჩიჩქნულმა დეტალებმა პრობლემა შეუქმნა სუს-ს იმიტომ, რომ მე ვნახე სამი ჯიპი, ვითხოვ ამონაწერებს და ა.შ. ახლა იწყებენ სამთავრობო კომპანიებიდან და მერე ალბათ ჩემს სიცოცხლეზეც გადმოვლენ. გაგრძელება