"წავალ და ვეღარ მიპოვითო, გვეუბნებოდაო" - რა დეტალებს იხსენებს თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი დეა კაპანაძე - კვირის პალიტრა

"წავალ და ვეღარ მიპოვითო, გვეუბნებოდაო" - რა დეტალებს იხსენებს თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი დეა კაპანაძე

"რუსთავი 2" -თან ინტერვიუში თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი დეა კაპანაძე ამბობს, რომ როცა თამარი  ცუდად იყო, საკუთარ თავს უღებდა ვიდეოებს და მათ შორის არსებობს ვიდეო, სადაც ის მშობლებს მიმართავს. ეს ვიდეო კი  გამოძოიებამ გარადცვლილის დედ-მამას აჩვენა.

"ხასიათით დეპრესიული ადამიანი იყო, ზოგჯერ როცა ცუდად იყო საკუთარ თავს უღებდა ვიდეოებს და ვთვქი კიდეც ამის შესახებ. "როცა ცოდად ხარ გადაიღეო და რამდენიმე დღის მერე უყურე ამ ვიდეოსო და დამშვიდდებიო, ფსიქოლოგიური მომემენტი არისო"

კაპანაძის ინფორმაციით, თამარის გავრცელებულ ვიდეოებს შორის არის 2018 წელს მის მიერ YOUTUBE - ზე  ატვირთული ვიდეო, სადაც საუბრობდა ნიკა გეჯაზე, როგორც მის ახალ სიყვარულზე, ეს ვიდეო მაშინ უნახავს ბაჩალიაშვილს შეყვარებულს და ამით მათი ურთიერთობა დასრულებულა.

"თამარს YOUTUBE - ზე გამომწერად ჰყავდა მარტო შეყვარებული, ვიდეო შემთხვევით აიტვირთა და ამ ბიჭს მიუვიდა შეტყობინება თამუნამ ვიდეო ატვირთაო. ამ ვიდეოში თავის უფროს ნიკაზე საუბრობდა ძირითადად. გულის ტკივილს ამბობდა, რომ უყვარდა და ცალმხრივი სიყვარული იყო ეს ყველაფერი. ეს ვიდეო მე ნანახი არ მაქვს, მაგრამ შინაარსი ვიცი.

როგორც დეა კაპანაძე ინტერვიუში აღნიშნავს, თამარ ბაჩალიაშვილი სუიციდით დაემუქრა ოჯახის წევრებს 18 ივლისამდე ცოტა ხნით ადრე.

"მისი ძებნის დრო თამარის მამა ჯუმბერი ამბობდა , ერთი ვიციო, წავალ და ვეღარ მიპოვითო, გვეუბნებოდაო,  ხმამაღლა თქვა ეს სიტყვები და ძალიან კარგად მახსოვს" - ყვება დეა კაპანაძე.

ხილეთ ასევე:"ბედნიერი ვარ იმით, რომ ასეთი რამ გამიმხილა, ვიგრძენი, რომ მისი ახლო მეგობარი ვიყავი" - დეა კაპანაძე დუმილს არღვევს