"ახლაც დაიმართეთ ისტერიკები, რომ "უდანაშაულო" ანგელოზები სხედან ციხეში" - რას წერს გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერებზე შაქარაშვილის ბიძა? - კვირის პალიტრა

"ახლაც დაიმართეთ ისტერიკები, რომ "უდანაშაულო" ანგელოზები სხედან ციხეში" - რას წერს გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერებზე შაქარაშვილის ბიძა?

"ტვ პირველმა" ფარული ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, რომლის მიხედვით, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანი ზ.ხ. თანამესაკნესთან საუბარში აცხადებს, რომ თუკი, მას მკვლელობის ბრალდებით გაასამართლებენ, მამამისი შაქარაშვილის ბიძას, მირიან ნიკოლაძეს გაუსწორდება.

როგორც არასრულწლოვანი ამბობს, რომ ის დანარჩენებს უყვიროდა შაქარაშვილს შეშვებოდნენ, თუმცა, ისინი არ გაჩერდნენ. (იხილეთ ჩანაწერი)

გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებს გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

"ახლაც დაიმართეთ ისტერიკები, რომ "უდანაშაულო" ანგელოზები სხედან ციხეში.

ჩვენზე მეტად მგლოვიარეები და ობიექტურები ხომ იყავით და ახლა რევაზიშვილს და ხომასურიძეს შეეჯიბრეთ მკვლელობის დეტალების ცოდნაში, აბა, თქვენ იცით.

ფარული ჩანაწერი

________________________

რევაზიშვილი: "მე იმის მეშინოდა, ჩვენი დნმ-ი არ ამოსულიყო ჩანთაზე, თორემ პირდაპირი მტკიცებულება იქნებოდა და აღარაფერი გვეშველებოდაო".

არასრულწლოვანი ზ.ხ გიორგის ცემასა და მკვლელობაზე: "ვეხვეწებოდი ჩემებს დაანებეთ თავი, მაგრამ არ ჩერდებოდნენო".

მუქარებზე, სამომავლო დანაშაულებზე და ანგარიშსწორებებზე აღარაფერს ვამბობ...

მიდით, გაათეთრეთ მკვლელები თქვე ნაგავებო, დღეის შედეგ ხმა როგორღა უნდა ამოიღოთ!", - წერს მირიან ნიკოლაძე "ფეისბუკში".