შაქარაშვილის საქმეზე გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით დაკავებულმა ვერონიკა არონიამ საპატიმრო დატოვა
შაქარაშვილის საქმეზე გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით დაკავებულმა ვერონიკა არონიამ საპატიმრო დატოვა
ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბის­თვის ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ­მა ვე­რო­ნი­კა არო­ნი­ამ პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა 2500-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს გა­დახ­დის შემ­დეგ და­ტო­ვა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უ­ბარ­ში არო­ნი­ას ად­ვო­კატ­მა ანა ჟღენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს გი­რა­ოს თან­ხა ნა­თე­სავ­მა, ბან­კი­დან გა­მო­ტა­ნი­ლი სეს­ხით გა­და­უ­ხა­და.

ვე­რო­ნი­კა არო­ნი­ას თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღი­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 2500-ლა­რი­ა­ნი სა­პა­ტიმ­რო გი­რაო შე­უ­ფარ­და. სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რე და­კა­ვე­ბუ­ლის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 5 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბას, დაც­ვის მხა­რე კი 1000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხოვ­და.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვე­რო­ნი­კა არო­ნი­ამ გა­მო­ძი­ე­ბა შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნა და გა­მო­ძი­ე­ბის წი­ნა­შე სამ­ჯერ გა­მო­კი­თხვი­სას მოჰ­ყვა მის მიერ გა­მო­გო­ნი­ლი ამ­ბა­ვი. უწყე­ბის ცნო­ბით­ვე, საკ­მა­ოდ დიდი რე­სურ­სი დას­ჭირ­და გა­მო­ძი­ე­ბას იმის­თვის, რომ გა­და­ე­მოწ­მე­ბი­ნა ეს ინ­ფორ­მა­ცია.

საქ­მე ეხე­ბა ვე­რო­ნი­კა არო­ნი­ას გან­ცხა­დე­ბას, რომ 15 ივ­ლისს, ვარ­კე­თილ­ში, მისი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის მიმ­დე­ბა­რედ 4 პი­რის სა­უ­ბარს
შე­ეს­წრო, რო­მე­ლიც შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მეს შე­ე­ხე­ბო­და. პრო­კუ­რა­ტუ­რის შე­ფა­სე­ბით, აღ­ნიშ­ნულ­მა მო­ქა­ლა­ქემ ცრუ ინ­ფორ­მა­ცია სა­კუ­თა­რი თა­ვის სა­ჯა­როდ წარ­მო­ჩე­ნის და ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი კა­რი­ე­რის მო­წყო­ბის მიზ­ნით გა­ავ­რცე­ლა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები