"ეტყობა, დაარიგეს, პირდაპირ არ დაემუქროო..." - რას სწერდა "ფეისბუკზე" თამაზ ხომასურიძე მირიან ნიკოლაძეს
"ეტყობა, დაარიგეს, პირდაპირ არ დაემუქროო..." - რას სწერდა "ფეისბუკზე" თამაზ ხომასურიძე მირიან ნიკოლაძეს
გასულ კვირას თავის დაწვით იმუქრებოდა ბრალ­დებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს მა­მა თამაზ ხომასურიძე. იგი გენერალურ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას ითხოვდა და აცხადებდა, რომ გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის წინააღმდეგ საჩივარი დაწერა.

"მირიან ნიკოლაძეზე საჩივარი­ დამაწერინეს. თუ საღამოს შოთაძე­ არ შემხვდება, აქ თავს მოვიკლავ. უკვე მაქვს ისეთი წამალი დალ­ეული, ანტიდოტი თუ არ მივიღე,­ საღამოს მოვკვდები. შევატყვე ამ პროკურორებს, რომ ჩემკენ იყვნენ, მაგრძნობინეს, რომ მართალი ვარ" - განუცხადა მან ჟურნალისტებს, თუმცა კვირის ბოლოს საბრალდებო
სკამზე თვითონ აღმოჩნდა.

კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, მამუკა ჭელიძის თქმით, თამაზ ხომასურიძეს ბრალი ედება მუქარაში, მტკი­ცებულებების ფალსიფიკაციასა და ცრუ ჩვენების მიცემაში: "ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების, მოწმეთა­ ჩვენებების, საგამოძიებო ექსპერიმენტების და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდე­ო­ჩა­ნაწერებით დგინდება, რომ შაქარაშვილის მკვლელობის­ საქმეზე ბრალდებული ზ.ხ.-ს მამამ საქმეში
არსებული მტკიცებულებების ფალსიფიკაციის, გამოძიებისთვის ხელის შეშლისა და დანაშაულში ბრალდებულთათვის მოსალოდნელი სასჯელის თავიდან არიდების­ მიზნით დანაშაული დაგეგმა და სისრულეში მოიყვანა. კერძოდ, ბრალდებული დაუკავშირდა მეგობარს, რომელსაც დაავალა რეგისტრაციის გარეშე ორი მობილ­ური ტელეფონისა და სიმბარათის შეძენა, ასევე გურამ ამირხანაშვილის სახლთან მისვლა და წინასწარ შეთანხმებული ტექსტ­ებით ამ ტელეფონებზე მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა. ბრალდებულის მეგობარი­ მივიდა ვაზისუბანში, ამირხანაშვილის საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც, წინასწარი შეთანხმებით, მისივე ნაყიდი ერთ-ერთი მობილური ტელ­ეფონით გაგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება მეორე ტელეფონზე, რომელიც უკვე არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს მამას ჰქონდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დროს ბრალდებული წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, შს სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციული შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე დადიოდა და მიზანმიმართულად, ამ ადგილებიდან გზავნიდა და იღებდა მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. დგინდება,­ რომ არასრულწლოვან ზ.ხ.-ს მამამ ფალსიფიცირებული მტკიცებულება შექმნა, თითქოს საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებს საქმის­ ერთ-ერთ მოწმესთან, გურამ ამირხანაშვილთან სპეციალურად მისთვის განკუთვნილი მობილური ტელეფონით ჰქონდათ კავშირი. ამასთან, ბრალდებულმა­ მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, ამ ეპიზოდთან დაკავშირებით სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა. საზოგადოებისთვის ისიც ცნობილია, რომ ბრალდებული შაქარაშვილის მკვლელობის­ საქმე­სთან დაკავშირებული სხვა პირების მიმართ მედიასაშუალებებით სისტემატურად ახორციელებდა სხვადასხვა სახის მუქარას. კერძოდ, ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოწმეებს: გურამ ამირხანაშვილსა და იაკობ ბრეგვაძეს, ასევე გიორგი შაქარაშვილის ბიძას, მირიან ნიკოლაძეს, რომელსაც ასევე გამუდმებით ემუქრებოდა სოციალური ქსელით".

"მოიკითხეთ, ვინ ნახულობს ასეთ საშინელ სიზმრებს"


გიორგი შაქარაშვილის ბიძა ადასტურებს, რომ მის მიმართ მუქარის თაობაზე პოლიციაში განცხადება დაწერა.

მირიან ნიკოლაძე: - თამაზ­ ხომასურიძეს იმაზე მეტი დავაცადეთ, ვიდრე შეიძლებოდა, მაგრამ იმის მაგივრად, გონზე მოსულიყო, უფრო გაამწვავა მუქარა, დაიწყო მოწერა "ფეისბუკზე". ხან "თეთრი ისარის" სახელით მემუქრებოდა, ხან თავისი სახელით და გვარით დამიწყო ლანძღვა. მივხვდი, ასეთ კაცს მარტო სამართალი თუ გააჩერებს, სხვა მექანიზმი არ არსებობს, ამიტომ მე მივმართე შს სამინისტროს განცხადებით. დამკითხეს კიდეც. გიორგის ოჯახიც თვლიდა, რომ ეს კაცი სახიფათოა და ძალიან ნერვიულობდნენ ჩემ გამოც. თამაზ ხომასურიძე ამირხანაშვილსა და ბრეგვაძესაც ემუქრებოდა. ვიცოდი ისიც, რომ მიმდინარეობდა მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის გამოკვლევა. თუ გახსოვთ, ერთ-ერთი­ ტელეარხი აღტყინებული ამბობდა, თითქოს ამირხანაშვილმა ტელეფონი დაკარგა. როგორც ვიცი, ამ საკითხის გამოძიებაც მიმდინარეობდა. შედეგად ხომასურიძეს ცრუ ჩვენებასა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციაში დასდეს ბრალი.

- თქვენ ლიკვიდაციით გემუქრებოდათ?
- იყო გინება, ბილწსიტყვაობა... ეტყობა, დაარიგეს, პირდაპირ არ დაემუქროო... ჩვენი ოჯახის წევრები ამ მუქარას სერიოზულად აღიქვამდნენ, არც იმას გამოვრიცხავდით, რომ ხვალ და ზეგ ასეთივე ქმედება გარდაცვლილის მშობლების მიმართაც განხორციელებულიყო, ამიტომ მათაც მისცეს ჩვენება.

- გასულ კვირას თამაზ ხომასურიძემ თავის მოკვლა სცადა...
- ეს იყო მისი შანტაჟი სამართალდამცავი ორგანოების მიმართ. ეს დღეები შოუებს აწყობდა იმისთვის, რომ საზოგადოება დაერწმუნებინა, თითქოს მისი შვილი უდანაშაულოა, მაგრამ ამას უკუშედეგი მოჰყვა. პირიქით, ეს იყო ლუსტრაცია, რომ მამასაც და შვილსაც მკვლელობის პოტენციალი აქვთ. მთელმა საზოგადოებამ ნახა ციხის ჩანაწერები, მოვისმინეთ, პატარა ბიჭი როგორ ტრაბახობს თანატოლებთან! თამაზ ხომასურიძეს ამ საჯარო ქმედებებმა მხოლოდ ის მოუტანა, რომ საზოგადოება დაარწმუნა მისი შვილის დანაშაულში. ამ ფარული ჩანაწერებიდან კარგად ჩანს ბრალდებულების ნამდვილი სახე. ხომ მოისმინეთ, როგორ ეშინია რევაზიშვილს და არ უნდა, რომ მათი ანაბეჭდები ამოვიდეს ჩანთაზე! ხომ ნახეთ, როგორი აგრესიულები არიან ქალისა და ბავშვის მიმართაც კი! ვინ დამარწმუნებს, რომ ადამიანი, რომელიც ქალსა და ბავშვს ემუქრება, ბიჭს, რომელსაც მოწინააღმდეგედ თვლის, სასიკვდილოდ არ გაიმეტებს?! ყველამ მოვისმინეთ, ნიკოლოზ რევაზიშვილი თანასაკნელ კობა ჩიტიძესთან საუბრისას რომ ამბობს, სამი დღე მესიზმრებოდა, როგორ იხრჩობოდა გიორგი შაქარაშვილი მდინარეშიო: "მეცოდება ეგეთი სიკვდილისთვის. კაცს წყლის ეშინოდა და წყალმა მოკლა, რომ წარმომიდგენია, როგორი სიკვდილით არის მკვდარი, პირველი სამი დღე სიზმარში ვხედავდი, რომ იხრჩობოდა".

მოიკითხეთ ფსიქოლოგიაშიც და კრიმინოლოგიაშიც, რას ნიშნავს ეს, ვინ ნახულობს ასეთ საშინელ სიზმრებს, ან ვინ ბრუნდება მერე შემთხვევის ადგილზე... ამას აკეთებენ მკვლელობის ჩამდენი პირები. ბევრი ასეთი ჩანაწერია საქმეში და კიდევ სხვა მტკი­ცებულებებიც, რაც უტყუარად ადასტურებს მათ ბრალეულობას. დარწმუნებული ვარ, ყველა მათგანი დაისჯება.

სასამართლო სხდომების დეტალები

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სამართალდამცავებმა ანი გაბეჩავა, მარიამ ხატისკაცი და კიდევ რამდენიმე მოწმე დაჰკითხეს. როგორც საქმის პროკურორი ნანა გუგუტიშვილი ამბობს, მოწმეთა­ ჩვენებები ადასტურებს, რომ დანაშაული ნამდვილად ჩაიდინეს იმ პირებმა, რომლებიც განსასჯელის სკამზე სხედან და მოწმე ანა გაბეჩავას ჩვენებით დადასტურდა­ გამოძიების დროს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიც, მან "მერსედესის" და "ტოიოტა ქამრის" მგზავრებიც ამოიცნო. გუგუტიშვილმა განაცხადა, რომ გაბეჩავამ დაასახელა აგარაკის ინციდენტის მონაწილეები: "ესენი­ არიან საბა გოგშელიძე, საბა ჩხარტიშვილი და ირაკლი წაქაძე, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ძალადობაში. მეოთხე პირთან, ხოჯევანიშვილთან დაკავშირებით თქვა, რომ ფაქტის შემსწრე იყო და ძალადობაში მონაწილეობა არ მიუღია."რაც შეეხება მედიით გავრცელებულ ციხეში გადაღებულ აუდიო-ვიდეოჩანაწერებს, სადაც ერთ-ერთი ბრალდებული ამბობს,­ რომ გაბეჩავა მის წვეულებაზე მყოფ პირებს 15.000 ლარს სთხოვდა, გაბეჩავამ პროცესზე შესვლამდე განაცხადა, რომ ასეთი რამ არ მომხდარა.

როგორც პროკურორი ამბობს, არაერთი მოწმე დაიკითხა და არც ერთ მოწმეს არ მიუცია სასამართლოსთვის ჩვენება, რომ ვახტანგ ჩიქოვანს დაზიანებების გამო მოძრაობა უჭირდა, რაც შეეხება მოტივს: "ანა გაბეჩავამ განაცხადა, რომ ნახალოვკელების მხრიდან იყო შეურაცხმყოფელი შეძახილები. მისი ვარაუდით, შესაძლებელია ეს გამხდარიყო კონფლიქტის მიზეზი, თუმცა, უშუალოდ კონფლიქტის დაწყების მომენტი არ უნახავს".

შაქარაშვილის ბიოლოგიური მასალის კომპლექსური, ბიოლოგიური და მიკრონაწილაკური­ ექსპერტიზის დასკვნები საქმეში დევს. ადვოკატების თქმით, არც ერთი ბრალდებულის ტანსაცმელზე შაქარაშვილის გენეტიკური პროფილი არ აღმოჩნდა. "ეს არის გამამართლებელი მტკიცებულებები და ჩვენ ეს მტკიცებულებები საქმეს დავურთეთ" - ამბობს ბრალდებულ გაგნიძის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი. მისივე თქმით, ბრალდების მხარემ საქმეში არ განათავსა შაქარაშვილის ფრჩხილის ანაწმენდის ექსპერტიზის პასუხი: "ცნობილია ამ ექსპერტიზის პასუხებიც და არც ამ შემთხვევაში ჩანს ბრალდებულებისა და შაქარაშვილის შემხებლობის კვალი... ბრალდებას, ისევე, როგორც დაცვის მხარეს, შეუძლია, რაც არ აწყობს, სასამართლოში არ წარადგინოს".

საქმის პროკურორი დავით ყაზარაშვილი ამბობს, რომ ექსპერტიზის ეს დასკვნები არ ნიშნავს, თითქოს ბრალდებულები უდანაშაულონი არიან: "ჩვენ არც ველოდით, რომ შაქარაშვილის ტანსაცმელზე რაიმე კვალი აღმოჩნდებოდა. როდესაც ადამიანი ამდენ ხანს წყლის ქვეშ არის, წყალი ამუშავებს სხეულს, ტანსაცმელს... წყლით იშლება როგორც დნმ-ის, ისე მიკრონაწილაკების კვალი. რაც შეეხება ბრალდებულების ტანსაცმელსა და მათზე გიორგი შაქარაშვილის ბიოლოგიურ პროფილს, დიახ, ბრალდებულების ტანსაცმელზე, არ აღმო­ჩნდა გარდაცვლილის დნმ-პროფილი, თუმცა, არც ეს ნიშნავს, რომ ეს კვალი არ იყო. ბრალდებულები მომხდარის შემდეგ წავიდნენ სახლებში, მათ ფრჩხილ­ებიც კი ძი­რში დაიჭრეს, რომ ანაწმენდები­ ვერ აგვეღო და რომელ დნმ-ს დატოვებაზე იყო ლაპარაკი?! ვინ დაიტოვებდა სხეულზე რაიმე კვალს, მათ ხომ ტელეფონებიდანაც კი წაშალეს ყველა ინფორმაცია!"

პროკურორ ნანა გუგუტიშვილის განცხადებით, დაკითხულმა­ ექსპერტმა დაადასტურა, რომ ბრალდებულ ნ.ქ.-ს ტანსაცმელზე დაზარალებულ გიორგი ქათამაძის სისხლი ამოვიდა: "ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დადასტურდა, რომ შაქარაშვილის სხეულზე დაზიანებები მიყენებული იყო გარდაცვალებამდე 10-20 წუთით ადრე. ექსპერტებმა ახსნეს, თუ რა ვითარებაში შეიძლებოდა მას ეს დაზიანებები მიეღო, რომ ეს იყო მრავალჯერადი დარტყმის შედეგი. ექსპერტებმა ასევე ისაუბრეს ნივთმტკიცებებთან დაკავშირებით. კერძოდ, ნ.ქ.-ს ტანსაცმელზე ამოსულია დაზარალებულ გიორგი ქათამაძის სისხლი, რაც ნიშნავს, რომ არასრულწლოვანი­ ნ.ქ. უშუალოდ თავდასხმაში იყო ჩართული, ვინაიდან აგარაკის ტერიტორიაზე გიორგი ქათამაძე კონფლიქტში არ მონაწილეობდა. ფოტოაპარატიდან ამოღებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ამ პიროვნებას არავითარი დაზიანება არ აღენიშნება, სამედიცინო დოკუმენტაციით კი დადასტურებულია, რომ გიორგი ქათამაძეს არაერთი დაზიანება აქვს მიყენებული სწორედ თავდასხმის დროს, რომელშიც არასრულწლოვანი ნ.ქ. მონაწილეობდა. არასრულწლოვნების, ზ.ხ.-ს და ა.ქ.-ს დნმ-პროფილები ამოსულია "ტოიოტას" ავტომობილზე, რაც ნიშნავს, რომ თავდასხმის დროს ისინი სწორედ ამ ავტომობილში იყვნენ".

აჟიოტაჟი გამოიწვია მოწმე მარიამ ხატისკაცის ჩვენებამ. არასრულწლოვან ლ.შ.-ს ადვოკატის, ზაქრო გვიშიანის თქმით, მარიამ ხატისკაცმა სასამართლოზე დაკითხვისას აღნიშნა, რომ ვახო ახვლედიანმა და გურამ ამირხანაშვილმა ის დაარწმუნეს, პოლიციაში­ არ დაერეკა, რადგან დაკარგული შაქარაშვილი გამოჩნდებოდა: "მარიამ ხატისკაცმა თქვა, რომ ლ.შ.-ს იცნობს, ადრეც შეხვედრია და შეხვდა ანა გაბეჩავას დაბადების დღეზე ერთი წლის წინ. რაც შეეხება კონფლიქტს, ის არც ერთ ეპიზოდს არ შესწრებია და მხოლოდ გაშველების მომენტი დაინახა კიბეზე. ამის შემდეგ ისინი წავიდნენ ლისზე და გაიგო, რომ დაკარგული იყო შაქარაშვილი, წვეულების ერთ-ერთი სტუმარი. მან ჩემს კითხვაზე, ჰქონდა თუ არა სურვილი, პოლიციაში დაერეკა, მიპასუხა, რომ ძალადობით და იძულებით არა, მაგრამ მიმოწერა ჰქონდა ვახო ახვლედიანთან და გურამ ამირხანაშვილთან, ისინი ეუბნებოდნენ, რომ პრობლემა არ იქნებოდა, გამოჩნდებოდა, რასაც უფრო თხოვნის სახე ჰქონდა. მათ სთხოვეს, გადაარწმუნეს, რომ პოლიციაში არ დაერეკა... ამიტომ არ დარეკა პოლიციაში ხატისკაცმა"."
პროცესზე დაიკითხა გიორგი ქათამაძეც. როგორც ადვოკატები ამბობენ, ქათამაძე კონკრეტულად ვერც ერთ მოძალადეს ვერ ასახელებს. მისი ადვოკატი ერმილე ჭეიშვილიც ადასტურებს, რომ ქათამაძემ ვერ მოახერხა კონკრეტული პირების იდენტიფიცირება, თუ ვინ მიაყენა დაზიანება, რადგან მომხდარი პირველი ინციდენტის შემდეგ გაითიშა...

სასამართლო სხდომა 15 სექტემბერს მოწმეთა დაკითხვით განახლდება.
dd
14 სექტემბერი 2020 11:39
ვაჟბატონმა ისურვა ვირის აბანოში დროს ტარება , ყველა დამნაშავე ნამდვილად უნდა დაისაჯოს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
დღის კითხვადი სტატიები