"თამთა მისმა არაადამიანმა ქმარმა სი­ცო­ცხლეს გა­მო­ა­სალ­მა და ვი­თომც აქ არა­ფე­რი მომ­ხდა­რაო, ისე გა­ი­ხუ­რა კარი და წა­ვი­და"
"თამთა მისმა არაადამიანმა ქმარმა სი­ცო­ცხლეს გა­მო­ა­სალ­მა და ვი­თომც აქ არა­ფე­რი მომ­ხდა­რაო, ისე გა­ი­ხუ­რა კარი და წა­ვი­და"
თურქეთში, ქალაქ სტამბოლში 32 წლის თამთა ჯანჯღავას ცხედარი ჩაკეტილ სახლში, ორი დღის წინ იპოვეს. ახლობლების ინფორმაციით, ახალ­გაზ­რდა ქალს ქმარ­მა და­ნით 17 ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა და მი­ი­მა­ლა. მა­თი­ვე თქმით, ქმა­რი ქართველი და ცოლ­ზე სის­ტე­მა­ტი­უ­რად ძა­ლა­დობ­და.

"ორი წე­ლია სტამ­ბოლ­ში მე­ზობ­ლად ვცხოვ­რობ­დით და ვმუ­შა­ობ­დით ერთ ფაბ­რი­კა­ში. დაც იყო ჩემ­თვის და ყვე­ლა­ფე­რი. მე­უღ­ლეს არ იყო გა­შო­რე­ბუ­ლი, აქ ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ. რო­გორც თამ­თა მიყ­ვე­ბო­და, მე­უღ­ლე მას­ზე ძა­ლა­დობ­და სი­სე­მა­ტი­უ­რად. ერთი კვი­რის უკან ვერ და­ვუ­კავ­შირ­დი, მი­ვა­ტო­ვე სა­მუ­შაო და სახ­ლში
მი­ვა­კი­თხე. ყელი სულ და­ლურ­ჯე­ბუ­ლი ჰქონ­და, სა­ხეც. მაგ­რად მცე­მა ქმარ­მა და რო­გორ გა­დავ­რჩი მიკ­ვირ­სო, მი­თხრა. ეჭ­ვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი იყო. უთ­ვალ­თვა­ლებ­და მუდ­მი­ვად ცოლს. ნარ­კო­ტი­კებ­საც მო­იხ­მარ­და. თამ­თა მიყ­ვე­ბო­და, არა­ფერს ვე­უბ­ნე­ბი და უმი­ზე­ზოდ იწყებს ჩხუბს და მცემ­სო. არა­და, სა­ეჭ­ვი­ა­ნოს არა­ფერს არ აკე­თებ­და. სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნი იყო. და­ნით მო­უკ­ლავს და 17 ჭრი­ლო­ბა
აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. ფეხ­ზე დგას აქა­უ­რი პო­ლი­ცია. ძა­ლას არ იშუ­რე­ბენ, რომ იპო­ვონ დამ­ნა­შა­ვე. მთე­ლი ღამე და­კი­თხვა­ზე ვი­ყა­ვი. და მჯე­რა, რომ მალე და­ი­ჭე­რენ. არ მო­ვის­ვე­ნებთ, ვიდ­რე არ ვი­პო­ვი­თო, პო­ლი­ცია ამ­ბობს. ყვე­ლა ქარ­თვე­ლის ოჯახ­ში შე­დი­ან და ეძე­ბენ", - უთხრა Ambebi.ge-ს სას­ტი­კად მოკ­ლუ­ლი ქა­ლის მე­გო­ბა­რმა.

თამ­თას კი­დევ ერთი მე­გო­ბა­რი სა­ლო­მე კურ­დღე­ლია  "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს:

"ეს ულა­მა­ზე­სი გოგო თამ­თაა! (მი­ჭირს წარ­სულ­ში მას­ზე სა­უ­ბა­რი) ვინც მას არ იც­ნობ­დით გე­ტყვით, რომ თამ­თა ჯერ კი­დევ სა­ო­ცა­რი შვი­ლი იყო, ვიდ­რე სა­ო­ცა­რი დე­დი­კო გახ­დე­ბო­და თა­ვი­სი შვი­ლე­ბის­თვის! დიახ,თამ­თა იყო ის შვი­ლი სა­კუ­თარ და-ძმა­ზე ჯერ კი­დევ პა­ტა­რა, დიდი გო­გო­სა­ვით რომ ზრუ­ნავ­და! მერე ?! მერე დედა გახ­და და მისი ყვე­ლა ფბ პოს­ტი­დან მიხ­ვდე­ბით, რა მა­გა­რი დედა იყო მისი შვი­ლე­ბის­თვის! დიახ, ადა­მი­ა­ნე­ბო ეს ის თამ­თაა, მის­მა არა­ა­და­მი­ან­მა ქმარ­მა თურ­მე 2 დღის წინ სი­ცო­ცხლეს ულ­მობ­ლად, რომ გა­მო­ა­სალ­მა და ვი­თომც აქ არა­ფე­რი მომ­ხდა­რაო, ისე რომ გა­ი­ხუ­რა კარი და წა­ვი­და! (იმე­დია მო­უ­სავ­ლეთ­ში) მძულს ამის­თა­ნა სამ­ყა­რო..." (წყარო)


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები