"თამთა მისმა არაადამიანმა ქმარმა სი­ცო­ცხლეს გა­მო­ა­სალ­მა და ვი­თომც აქ არა­ფე­რი მომ­ხდა­რაო, ისე გა­ი­ხუ­რა კარი და წა­ვი­და" - კვირის პალიტრა

"თამთა მისმა არაადამიანმა ქმარმა სი­ცო­ცხლეს გა­მო­ა­სალ­მა და ვი­თომც აქ არა­ფე­რი მომ­ხდა­რაო, ისე გა­ი­ხუ­რა კარი და წა­ვი­და"

თურქეთში, ქალაქ სტამბოლში 32 წლის თამთა ჯანჯღავას ცხედარი ჩაკეტილ სახლში, ორი დღის წინ იპოვეს. ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს ქმარმა დანით 17 ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. მათივე თქმით, ქმარი ქართველი და ცოლზე სისტემატიურად ძალადობდა.

"ორი წელია სტამბოლში მეზობლად ვცხოვრობდით და ვმუშაობდით ერთ ფაბრიკაში. დაც იყო ჩემთვის და ყველაფერი. მეუღლეს არ იყო გაშორებული, აქ ერთად ცხოვრობდნენ. როგორც თამთა მიყვებოდა, მეუღლე მასზე ძალადობდა სისემატიურად. ერთი კვირის უკან ვერ დავუკავშირდი, მივატოვე სამუშაო და სახლში მივაკითხე. ყელი სულ დალურჯებული ჰქონდა, სახეც. მაგრად მცემა ქმარმა და როგორ გადავრჩი მიკვირსო, მითხრა. ეჭვიანი ადამიანი იყო. უთვალთვალებდა მუდმივად ცოლს. ნარკოტიკებსაც მოიხმარდა. თამთა მიყვებოდა, არაფერს ვეუბნები და უმიზეზოდ იწყებს ჩხუბს და მცემსო. არადა, საეჭვიანოს არაფერს არ აკეთებდა. საოცარი ადამიანი იყო. დანით მოუკლავს და 17 ჭრილობა აქვს მიყენებული. ფეხზე დგას აქაური პოლიცია. ძალას არ იშურებენ, რომ იპოვონ დამნაშავე. მთელი ღამე დაკითხვაზე ვიყავი. და მჯერა, რომ მალე დაიჭერენ. არ მოვისვენებთ, ვიდრე არ ვიპოვითო, პოლიცია ამბობს. ყველა ქართველის ოჯახში შედიან და ეძებენ", - უთხრა Ambebi.ge-ს სასტიკად მოკლული ქალის მეგობარმა.

თამთას კიდევ ერთი მეგობარი სალომე კურდღელია  "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

"ეს ულამაზესი გოგო თამთაა! (მიჭირს წარსულში მასზე საუბარი) ვინც მას არ იცნობდით გეტყვით, რომ თამთა ჯერ კიდევ საოცარი შვილი იყო, ვიდრე საოცარი დედიკო გახდებოდა თავისი შვილებისთვის! დიახ,თამთა იყო ის შვილი საკუთარ და-ძმაზე ჯერ კიდევ პატარა, დიდი გოგოსავით რომ ზრუნავდა! მერე ?! მერე დედა გახდა და მისი ყველა ფბ პოსტიდან მიხვდებით, რა მაგარი დედა იყო მისი შვილებისთვის! დიახ, ადამიანებო ეს ის თამთაა, მისმა არაადამიანმა ქმარმა თურმე 2 დღის წინ სიცოცხლეს ულმობლად, რომ გამოასალმა და ვითომც აქ არაფერი მომხდარაო, ისე რომ გაიხურა კარი და წავიდა! (იმედია მოუსავლეთში) მძულს ამისთანა სამყარო..." (წყარო)