გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულებმა სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვეს - კვირის პალიტრა

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულებმა სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვეს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა ხუთივე პირმა სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთი ბრალდებულის ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატმა შოთა კახიძემ განუცხადა. როგორც ადვოკატი განმარტავს, ბრალდებულების პროტესტის მიზეზი მოსამართლის უკანონო გადაწყვეტილება გახდა.

კახიძის განცხადებით, მოსამართლე გასცდა პროკურატურის მოთხოვნას და იმაზე მეტი მტკიცებულებები ცნო დაუშვებლად, ვიდრე ამას პროკურატურა ითხოვდა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის საქმეზე 5 პირი: ნიკოლოზ რევაზიშვილი, არჩილ გაგნიძე, ზ.ხ., ა.ქ. და ვახტანგ ჩიქოვანი არიან დაკავებული.

"ინტერპრესნიუსი"