რაგბის კავშირში სროლა იყო, დაჭრილია ერთი ადამიანი - კვირის პალიტრა

რაგბის კავშირში სროლა იყო, დაჭრილია ერთი ადამიანი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რაგბის კავშირში სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც შესაბამისად, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირში სროლა იყო. დაჭრილია ერთი ადამიანი. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, გასროლა სავარაუდოდ, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა მერაბ ბესელიამ განახორციელა.

როგორც სააგენტოსთვის გახდა ცნობილი, დაჭრილია მორაგბე.

"ინტერპრესნიუსი"