გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლოში გარდაცვლილის დედას დაკითხავენ - კვირის პალიტრა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლოში გარდაცვლილის დედას დაკითხავენ

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში გარდაცვლილის დედას, თამუნა შალვაშვილს დაკითხავენ.

როგორც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა განუცხადა, ვინაიდან შალვაშვილი დაზარალებულის უფლებამონაცვლეა, ბრალდების მხარემ სასამართლოში მისი პოზიციის დაფიქსირება მიზანშეწონილად მიიჩნია.

"დაცვის მხარემ დღევანდელ პროცესზე დააყენა შუამდგომლობა, არ დაკითხულიყო გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის დედა, თუმცა, აღნიშნული ქალბატონი არის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობილი მათ შორის, ძალადობაზე და თავდასხმის ნაწილში. მას როგორც დაზარალებულს და უფლებამონაცვლეს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს და მისი პოზიცია იყოს ცნობილი. აღნიშნული ქალბატონი ბრალდების მხარის სიაში იყო და ბრალდების მხარემ მიზანშეწონილად ჩათვალა სასამართლოში გამოცხადებულიყო და მისი პოზიცია მოესმინა", - განაცხადა გუგუტიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"