"თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა" - რა განცხადება გაკეთდა პროკურატურაში ?
"თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა" - რა განცხადება გაკეთდა პროკურატურაში ?
გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა. აღნიშნულის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გულუაშვილი განმარტავს, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევით დადგინდა, რომ ბაჩალიაშვილს მედიკამენტები არა ინექციის გზით, არამედ პირის ღრუდან აქვს მიღებული. ამასთან, პროკურორის თქმით, ბაჩალიაშვილის ცხედარს მექანიკური დაზიანების ნიშნები არ აქვს.

"თამარ ბაჩალიაშვილის მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ფარგლებში ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან უკვე მიღებულია ქიმიურ-ტოქსოკოლოგიური, ქიმიური, ბილოგიური, გენეტიკური, სელოგიური და ტრასოლოგიური
ექსპერტიზის დასკვნები. ამ დროისათვის ასევე ცნობილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიღებული სასამართლო სამეიდიცინო ექსპერტიზის დასკვნა. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის თანახმად, გვამის სასამართლო სამედიცინო, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევისა და საქმის მასალების შეჯამების შედეგად, თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი უნდა იყოს მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია.

ექსპერტიზის ჩატარების მომენტიდან მისი გარდაცვალებიდან
გასულია დაახლოებით, 4 დღე. თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს მექანიკური დაზიანების რამე ნიშნები, მათ შორის, ინექციის კვალი არ აღენიშნება. ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევით თამარ ბაჩალიაშვილის გვამიდან აღებულ ბილოგიურ ობიექტებში აღმოჩენილი მედიკამენტების ორგანოებში განაწილების თანაფარდობა დამახასიათებელია ნივთიერების პეროლარული, ანუ პირის ღრუს მეშვეობით და არა საინექციო გზით მიღების შემთხვევისათვის. პრეპარატების მოხვედრა თამარ ბაჩალიაშვილის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში შესაძლებლი იყო მხოლოდ საყლაპავი გზით და არა საინექციო გზით.

თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანიდან ამოღებულ ბაკურიანის ბოთლში დარჩენილ წყლის წვეთში აღმოჩნდა ადრენორეცეპტორების და ჰისტამინური რესცეპტორების მაბლოკირებელი პრეპარატები. ტაბლეტის ფორმით არსებული მედიკამენტების შემადგენლობიდან გამომდინარე, მათი სითხეში მათ შორის, წყალში გახსნისას მიიღება სუსპენზია, ანუ სითხეში სხვადასხვა ზომის მყარი ნაწილაკები. ასეთ შემთხვევაში სითხე იქნება შემღვრეული და არა გამჭვირვალე და უფერული, რაც გამორიცხავს ტაბლეტის გახსნას ბოთლში, რადგან ქიმიური ანალიზის შედეგად აღნიშნული ნივთიერებები აღმოჩნდებოდა არა კვალის სახით, არამედ უფრო დიდი რაოდენობით“, - განაცხადა გულუაშვილმა.


იხილეთ ვიდეო
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?