რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს მერაბ ბესელიას პატიმრობა შეეფარდა - კვირის პალიტრა

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს მერაბ ბესელიას პატიმრობა შეეფარდა

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს მერაბ ბესელიას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელიც დისტანციურ რეჟიმში გაიმართა, დაცვის მხარემ 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა, პროკურატურამ კი დაკავებულის მიმართ აღკევთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება მოითხოვა.

მერაბ ბესელიას ადვოკატის, პაატა მეხრიშვილის განცხადებით, ბრალდებული მომხდარის ფაქტობრივ გარემოებებს ეთანხმება, თუმცა, ბრალის ფორმულირებას არა.

ცნობისთვის, მერაბ ბესელიას მორაგბე "შვიდკაცას" კაპიტანის რამაზ ხარაზიშვილის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავებიან.

იხილეთ ასევე: "მანამდე გვაქვს ერთი საქმე გასაკეთებელი, რაგბის თემიდან კლანის მოშორება" - რას უკავშირდება დაპირისპირება რაგბის კავშირში?

"ინტერპრესნიუსი"