ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორი: "ყველა, ვისაც განზრახული ჰქონდა საზოგადოებისა და სამართალდამცავების მოტყუება, წარდგება მართლმსაჯულების წინაშე"
ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორი: "ყველა, ვისაც განზრახული ჰქონდა საზოგადოებისა და სამართალდამცავების მოტყუება, წარდგება მართლმსაჯულების წინაშე"
"მზად ვართ, ვიმუშაოთ ნებისმიერ ვერსიაზე, გამოძიება გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა კითხვას პასუხი არ გაეცემა"

გენერალურმა პროკურატურამ ოფიციალურად გამოაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის საქმის შემაჯამებელი შეფასება - სიკვდილის მიზეზი მედიკამენტოზური ინტ­ოქსიკაცია გახდა, რაც გოგონას საყლაპავი და არა საინიექციო გზით აქვს მიღებული. პროკურატურის ინფორმაციით, "გუგლის თაიმლაინით" აღდგენილია ბაჩალიაშვილის­ მარშრუტი, ხოლო ადვოკატ მიხეილ რამიშვილის სატელიტური ფოტომასალა ყალბია. პროკურატურის დასკვნა ეფუძნება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას, ასევე გვამის სასამართლო-სამედიცინო ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ გამოკვლევას და საქმის მასალების შედარებას.
გთავაზობთ ინტერვიუს თამარ ბაჩალიაშვილის
საქმის პროკურორ ამირან გულუაშვილთან:­

- ბატონო ამირან, როგორც იკვეთება,­ პროკურატურის ვერსია თვითმკვლელობამდე მიდის. გამორიცხეთ თვითმკვლელობამდე მიყვა­ნის ვერსია, თუ შესაძლოა­ გამოიკვეთოს თვითმკვლელობამდე მიმყვანი პირი ან პირთა ჯგუფი?

- გამოძიების საწყისი ეტაპიდან ვთანამშრომლობთ ოჯახსა და მის ადვოკატთან ყველა შესაძლო ვერსიისა და ინფორმაციის გადამოწმებისა და შესწავლის მიზნით. ჩვენი
ინიციატივა იყო საქმეში სახალხო დამ­ცველის ჩართვაც. გამოვაქვეყნეთ სასა­მა­რთლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, სადაც დაფიქსირებულია გარდაცვალების გამომწვევი მიზეზი და რომ ძალადობრივი სიკვდილის შესაძლებლობა გამორიცხულია.

თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს ძალადობის კვალი არ აღმოაჩნდა. ნებისმიერი საქმის გამოძიებაში არის რაციონალური ვერსიები, მტკიცებულებები, რომელთა გაანალიზება ახალი საგამოძიებო მოქმედებების დაგეგმვის საშუალებას იძლევა.

ამ საქმეზე ათასამდე საგამოძიებო მოქ­მედება ჩატარდა, დაახლოებით 600 პირისგან მოვიპოვეთ ინფორმაცია, გამოყოფილია­ დიდი ადამიანური რესურსი, პროკურორები­ და გამომძიებლები 24 საათის განმავლობ­აში ამოწმებენ ყველა უმნიშვნელო დეტალს, შეისწავლიან ვერსიებს, მტკიცებულებებს და ყოველივეს გადამოწმების შემდგომ რეაგირებენ. მედიასაშუალებებშიც სხვადასხვაგვარი ინფორმაცია გავრცელდა და დიდი ნაწილი უკვე გადამოწმებულია. მიუხედავად ჩვენ მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულებისა, მზად ვართ, ვიმუშაოთ ნებისმიერ ვერსიასა თუ მტკიცებულებაზე. გამოძიება გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა კითხვას პასუხი არ გაეცემა.

- ექსპერტიზა გვეუბ­ნება, რომ ცხედ­არს­ ­­ არა აქვს არც ინიექციის­ და არც დაზ­ია­ნ­ე­ბე­ბის­ კვალი. მაგრამ გოგონას ცხედ­არი ოთხდღიანი­ ძებნის შემდგომ იპოვეს და დამოუკიდებელი­ ექსპერტები ამბობდნენ, რომ ხანდაზმულობიდან გამომდინარე, რთული იქნებოდა დაზიანებებისა და ინიექციის კვალის აღმოჩენა...
- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა სპეციალისტების კომპეტენციაა და საგამოძიებო უწყება მათ ეყრდნობა. როდესაც არ შეიძლება დაზუსტებით რაღაცის მტკიცება, იწერება სავარაუდო პასუხი. ამ საქმეში გარდაცვალებიდან ექსპერტიზის დაწყებამდე პერიოდი 4 დღეს მოიცავს.
ჩვენ კიდევ დამატებით ვაგროვებთ ინფორმაციას. მაგალითად, გამოსაკვლევად ავიღეთ ავტომანქანის გახსნის შედეგად აღმოჩენილი მწერების ნიმუშები, რათა მეტი სიცხადე შევიტანოთ ზემოხსენებულ კონკრეტულ პერიოდში.

ყველა სხვა შემთხვევაში, როდესაც ექსპე­რტს­ საკვლევი­ საგნის არაინფორმაციულ­ობის­ გამო კონკრეტულ კითხვაზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა არა აქვს, ექსპერტიზა გასცემს სავარაუდო ან უარყოფით პასუხს, ან აფიქსირებს, რომ არ შეუძლია პასუხის გაცემა. \ინიექციის, ისევე როგორც დაზიანების კვალი, ექსპერტიზამ გამორიცხა და კითხვის ნიშნები არ არსებობს.

- ესე იგი, საბოლოოდ გამოირიცხა მკვლელობის ვერსია?
- ჩვენ გავახმაურეთ ინფორმაცია, რომ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება­ გამოიწვია მედიკამენტოზურმა ინტ­ოქსიკაციამ და არა ფიზიკურმა დაზიანებამ ან ინიექციამ. გამოვა­ქვეყნეთ ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის თანახმადაც, ბაჩალიაშვილი­ არ ეძებდა კონკრეტულ ლოკაციას. საზოგადოებას გავაცანით "თაიმ­ლაინი", რომელიც ასახავს გოგონას მარშრუტს, უწყვეტ გადაადგილებას.

- ოჯახი ევაკუატორით მანქანის იმ ადგილას მიყვანას ითხოვს, სადაც ცხედარი იპოვეს. ლაპარაკია ნაკაწრებზეც, რომლებიც ამ შემთხვევამდე არ ჰქონია ავტომა­ნქანას. ხომ არ აპირებთ ასეთი ექსპერიმენტის ჩატარებას?
- "თაიმლაინის" მონაცემი უტყუარად ადასტურებს, რომ ბაჩალიაშვილი არავის გაუტყუებია საკალმახის ტერიტორიაზე და არც სხვაგან. ამოსავალი წერტილი მარშრუტის უტყუარი მონაცემია. თამარ ბაჩალიაშვილი ავტომანქანით გადაადგილებისას ამ გზაზე არ ყოფილა. ეს დასტურდება საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებით. ბოლო დანიშნულების პუნქტი სწორედ ის ადგილი იყო, სადაც 22 ივლისს ავტომანქანა აღმოვაჩინეთ.

- თქვენს მასალებში არის თამარის პორტატ­იულ კომპიუტერში ნაპოვნი ინფორმაცია. ერთი განეკუთვნება Technology/Internet-ს, ხოლო სამი - კატეგორიას Pornography. ამას თუ აქვს კავშირი საქმესთან?
- დიდხანს განიხილებოდა ვერსია, თით­ქოს ბაჩალიაშვილი ჰაკერულ საქმიანობას ეწეოდა. ამის თაობაზე ჩატარდა ექსპერტიზა და დადგინდა, რომ ამ ტიპის პროგრამებთან მას კავშირი არ ჰქონია.

- ბაჩალიაშვილის საქმეში გამოჩნდა კიდევ ერთი ფიგურანტი - დავით ფურცხვანიძე, რომელმაც ადვოკატ რამიშვილს სატელიტიდან გადაღებული მასალა გადასცა. პროკურატურამ განაცხადა, რომ ეს ფალსიფიცირებული მასალაა...­
- ეს ე.წ. სატელიტური ფოტომასალა ერთ-ერთი ტელეარხის ეთერში გადასცეს და ჩვენ იმთავითვე გაგვიჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ფოტოსურათები დამონტაჟებულია.
ამიტომაც ვთხოვეთ ბატონ რამიშვილს ინფორმაცია წყაროს შესახებ. პირის იდენტიფიცირების შემთხვევაში, მტკიცებულებას­ საფრთხე ვერ შეექმნებოდა, რადგან ეს ფოტოები ისედაც იარსებებდა კონკრეტულ პროგრამაში.

მიუხედავად ამისა, ბატონმა მიხეილმა კატეგორიული უარი განგვიცხადა მიმწოდებელი პირის დასახელებაზე, =სანამ ჩვენ არ გავახმაურეთ ინფორმაცია, რომ ფოტოსურათები ყალბია. ადვოკატის ინტერესი უნდა ყოფილიყო იმის დადგენა, რა მიზნით სცადა იმ პირმა მისთვის ყალბი მტკიცებულების ნამდვილად წარმოჩენა. ბუნებრივია, ესეც იწვევს კითხვის ნიშნებს.
ამ ფაქტზე საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა და შემდგომაც ჩატარდება - მსგავს­ შემთხვევებზე ჩვენ მყისიერ რეაგირებას მოვახდენთ, სიმართლის დასადგენად ყველა საჭირო მტკიცებულებას მოვაგროვებთ.

ყველა ის პირი, ვისაც განზრახული ჰქონდა საზოგადოებისა და სამართალდამცავი ორგანოს მოტყუება, კანონით დადგენილი წესით წარდგება მართლმსაჯულების წინაშე.

- ჩვენ პროკურატურის სატელიტურ ორიგინალურ მასალას ველოდებით. რატომ ვერ ხერხდება მოძიება? მას ხომ გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება საქმის წარმართვაში?
- დედამიწის გარშემო არსებობს უამრავი თანამგზავრი, რომლებიც კონკრეტული სახელმწიფოებისა თუ ორგანიზაციების კუთვნილებაა. ამ თანამგზავრების ფუნქციაა კონკრეტული ამოცანების შესრულება. არ არსებობს თანამგზავრი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში დედამიწის ვიდეო ან ფოტოგადაღებას მიახლოებულ რაკურსში­ აკეთებდეს. საჭიროა ისეთი თანამგზავრი, რომელიც ახლო რაკურსიდან იღებდა ჩვენთვის საინტერესო ადგილის ფოტოს ან ვიდეოს.
ჩვენ მივმართეთ არაერთ სახელმწიფოს, ორგანიზაციას, საერთაშორისო სამართალდამცავ ორგანოს თხოვნით, ხომ არა აქვთ მათ თანამგზავრებს იმდენად ინფორმაციული ვიდეო ან ფოტომასალა, რომ შესაძლებელი იყოს მასზე ობიექტების გარჩევა. ნაწილისგან უარი მივიღეთ, ნაწილმა კი გვითხრა, რომ შეუძლებელია ობიექტების გარჩევა, ნაწილისგან პასუხს ველოდებით.

- პროკურატურას მჭიდრო კომუნიკაცია­ აქვს ბაჩალიაშვილების ოჯახთან, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ახალ მტკიცებულებაზე მათი პოზიცია კატეგორიულია. რატომ ეკიდება ოჯახი გამოძიების ვერსიებს უნდობლობით?
- ჩვენ მზად ვართ ადვოკატებისა და ბაჩალიაშვილის ოჯახის მონაწილეობით ნებისმიერი ვერსიის­ თუ მტკიცებულების განსახილველად. არაერთხელ შევხვდით ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, იყო თუ არა წარმოდგენილი ვერსია რაციონალური, მაქსიმალურად ვცდილობდით და ვცდილობთ თითოეული მათგანის გადამოწმებას. მიუხედავად ოჯახის განწყობისა, დღესაც მზად ვართ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის. განვიხილავთ ნებისმიერ საკითხს, ვერსიას თუ მტკიცებულებას, რომლებიც ადვოკატებსა და ოჯახს აქვთ.

- პროკურატურამ ჟურნალისტებს 16 ვიდე­ოფაილი მიაწოდა. თუ აპირებთ დანარჩენის­ გასაჯაროებას და რა შინაარსის არის ფაილები?­
- საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, ჩვენ გავასაჯაროეთ მასალების ერთი ნაწილი.
საზოგადოებისთვის ცნობილია ბაჩალიაშვილის 18 ივლისის გადაადგილების მარშრუტიც, ჟურნალისტები დახურულ კარს მიღმა გაეცნენ იმ მასალებს, რომლებიც ძალზე მძიმე მოსასმენი იყო. საქმეში ასევე მოიპოვება ვიდეოჩანაწერებიც, რომლებიც სისხლის სამართალს მიეკუთვნება და მიმდინარე გამოძიების გამოსაკვლევია. ფაილების შინაარსი და გოგონას ემოციური მდგომარეობა მათი შექმნის დროს ძალზე სენსიტიური იყო და ამიტომაც­ გადაწყდა მათი მხოლოდ ვიწრო წრისთვის გაცნობა. მტკიცებულებების განსაზღვრულ ნაწილს ეტაპობრივად გავასაჯაროებთ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თვის კითხვადი სტატიები