განიხილავს თუ არა, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული 5 პირის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, ხვალ, 21 სექტემბერს გახდება ცნობილი.წინასასამართლო სხდომა, რომელიც მცხეთის რაიონულ სასამართლოში 17:00 საათზე გაიმართება, გაირკვევა, სრულწლოვანი ბრალდებულები აირჩევენ თუ არა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს.თუკი, ნაწილი აირჩევს, ნაწილი კი არა, მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყოფა.ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე 5 პირი: ნიკოლოზ რევაზიშვილი, არჩილ გაგნიძე, ზ.ხ., ა.ქ. და ვახტანგ ჩიქოვანი არიან."ინტერპრესნიუსი"