"პროკურატურაში მობილური ტელეფონი ჩამომართვეს, ვერაფერს იპოვიან"
21-09-2020
"პროკურატურაში მობილური ტელეფონი ჩამომართვეს, ვერაფერს იპოვიან"
გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მას თბილისის პროკურატურაში მობილური ტელეფონი ჩამოართვეს. აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებს უწყებიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

რამიშვილი ვერ აკონკრეტებს, თუ რის გამო ჩამოართვეს ტელეფონი, თუმცა, აცხადებს, რომ იქ ვერაფერს იპოვიან.

"ჩემი მობილური ტელეფონი იქნა დალუქული და შესამოწმებლად მიაქვთ, რა უნდა შეამოწმონ, არ ვიცი. დღეს, ტელეფონი ჩამომართვეს და ხვალ ალბათ, თავისუფლებასაც მიაყოლებენ ზევიდან. მე არ ვიცი, რატომ ჩამომართვეს, რაღაც უნდა გადაამოწმონ. ჩემ
ტელეფონში ოფიციალურად ვერაფერს იპოვიან და არაოფიციალურად ყველაფერს შექმნიან, ყველაფერს გააკეთებენ, მე ამის არ მეშინია. მათ თავიანთი მომავლის ეშინოდეთ, თორემ მე არაფრის მეშინია. ამათ ხელს რომ ვუშლი, თავიდანვე ვიცოდი. პირდაპირ შემიძლია, გითხრათ, ამ გამომძიებლებს მართლა უნდათ გამოძიება, არიან ერთეულები, რომლებიც მართლა ცდილობენ, რომ კეთილსინდისიერად თავიანთი ღირსებით
ეს საქმე გამოიძიონ, მაგრამ უფროსები ამის საშუალებას არ მისცემენ.

არ უნდათ, რომ ამ საქმეში მე ვიყო, რადგან იმ ინფორმაციებს ვაჟღერებ, რომლის მიხედვითაც, ამ საქმეში არანაირი თვითმკვლელობა არ არსებობს, ეს გოგო არის მოკლული, მოკლა იმ სისტემამ, რომელიც ჩვენს სიცოცხლეს და უსაფრთხოებას უნდა იცავდეს. ესენი არიან მკვლელები", - განაცხადა რამიშვილმა.

მისივე განმარტებით, სატელიტით გადაღებულ ფოტოებთან დაკავშირებით ის საგამოძიებო უწყებას ჩვენებას მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მისცემს. მან დღეს თბილისის პროკურატურაში სუს-ის ყოფილი თანამშრომლის გამოკითხვის ოქმიც წარადგინა.

"რაც შეეხება სატელიტით გადაღებულ ფოტოს და ამასთან დაკავშირებით ჩვენს დაკითხვას, მაგისტრ მოსამართლესთან მივცემთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენებას. გარდა ამისა, ჩემ მიერ წარდგენილი იქნა გამოკითხვის ოქმი, რომლის მიხედვითაც სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ადასტურებს, რომ მას ჰქონდა შემხებლობა თამარ ბაჩალიაშვილთან გარკვეულ ინფორმაციას აწვდიდნენ. ვნახოთ, რა საგამოძიებო მოქმედებებს განახორციელებს პროკურატურა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოწმეა, რადგან სუს-ი არაერთხელ გამოჩნდა და არაერთხელ გამოჩნდა ის, რომ ბავშვს საფრანგეთში წასასვლელად ყველაფერი გამზადებული ჰქონდა, მაგრამ გარკვეულმა ძალებმა მას უარი ათქმევინეს", - განაცხადა რამიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?