"ნი­ჭი­ე­რი არ ვარ, ლა­მა­ზი არ ვარ...აღარ მინ­და სი­ცო­ცხლე...მაპატიეთ, გადაიტანთ როგორმე" - ამონარიდები თამარ ბაჩალიაშვილის 5 ემოციური ვიდეოჩანაწერიდან
24-09-2020
"ნი­ჭი­ე­რი არ ვარ, ლა­მა­ზი არ ვარ...აღარ მინ­და სი­ცო­ცხლე...მაპატიეთ, გადაიტანთ როგორმე" - ამონარიდები თამარ ბაჩალიაშვილის 5 ემოციური ვიდეოჩანაწერიდან
გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ის ხუთი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი გა­ა­სა­ჯა­რო­ვა, რომ­ლებ­საც გო­გო­ნა, დრო­დად­რო აკე­თებ­და.

AMBEBI.GE ემო­ცი­უ­რი ვი­დე­ო­მა­სა­ლის დე­ტა­ლებს გთა­ვა­ზობთ.

აღ­ნიშ­ნულ ვი­დე­ო­ებ­ში თა­მა­რის ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, და­ბა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბა და სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბის მცდე­ლო­ბა ჩანს. ის უკ­მა­ყო­ფი­ლოა სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბით, თა­ვი­სი გა­რეგ­ნო­ბით, სწავ­ლით, სამ­სა­ხუ­რით და მიღ­წე­ვე­ბით. ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რებ­ში, სა­დაც თა­მა­რი უმ­თავ­რე­სად მე­ო­რე პირ­ში სა­უბ­რობს, ხში­რად ის­მის შე­ძა­ხი­ლი, გამ­ხნე­ვე­ბა და მო­წო­დე­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ.

ერთ-ერთ ვი­დე­ო­ში, რო­მე­ლიც საფ­რან­გე­თის ქა­ლაქ რენ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი, მსგავ­სი ში­ნა­არ­სის მო­ნო­ლო­გია ჩა­წე­რი­ლი:


"თა­მარ,
შენ ეს შე­გიძ­ლია, შენ უკე­თე­სი უნდა გახ­დე და გა­მოს­წორ­დე. შენ უნდა გა­მოს­წორ­დე, მხო­ლოდ შენ ხარ შენი თა­ვის პატ­რო­ნი, სხვა პატ­რო­ნი არ გყავს. სა­მუ­და­მოდ გინ­და დარ­ჩე ფო­ნი­ჭა­ლა­ში, 27კვ.მ ბი­ნა­ში სამ ოჯა­ხის წევრთან ერ­თად, იყო გა­მო­უ­სა­დე­გა­რი და მო­სა­წყე­ნი ადა­მი­ა­ნი?

2012 წელს რაც ვერ შე­ძე­ლი... ისიც კი ვერ
შე­ძე­ლი, სი­ცო­ცხლის დას­რუ­ლე­ბა...ახლა, რო­გორც გინ­და, შე­ი­თავ­სე სწავ­ლა, შრო­მა და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. შენ უნდა გან­ვი­თარ­დე, ყვე­ლას უნდა და­უმ­ტკი­ცო, რომ მათ­ზე უკე­თე­სი ხარ, ბევ­რი უნდა იმუ­შაო თავ­ზე, შე­დეგ­თან უნდა მიხ­ვი­დე, სხვა­ნა­ი­რად ტე­ხავს".

ერთ-ერთ ვი­დე­ო­ში თა­მა­რი წა­რუ­მა­ტე­ბელ სე­მესტრზე ლა­პა­რა­კობს და ამის გამო სა­კუ­თარ თავს ტუქ­სავს:

"ვე­რა­ფერს ვერ­სად მი­აღ­წიე, პი­როვ­ნუ­ლად ვერ გან­ვი­თარ­დი, არა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა ჩემ­თვის, ვერ მი­ვი­ღე შე­დე­გი, რაც მარ­ტო ჩემი ბრა­ლია. ადრე რთულ მო­მენ­ტებს ტი­რი­ლით გად­მოვ­ცემ­დი, ახლა ვე­ღარ ვტი­რი. არ ვიცი, კაია, თუ ცუდი, მაგ­რამ უფრო მძი­მედ ვგრძნობ თავს. არა­ნა­ი­რი გეგ­მის და­წყო­ბას ცხოვ­რე­ბა­ში აზრი არ აქვს.

რა უნდა ცხოვ­რე­ბას ჩემ­გან?! 2012 წლის გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე ბევ­რი ვი­ფიქ­რე, გეგ­მე­ბი და­ვა­წყე, შე­იძ­ლე­ბო­და გა­მე­კე­თე­ბი­ნა, მაგ­რამ ძა­ლი­ან სუს­ტი ვარ, რე­ა­ლუ­რად".

შემ­დეგ ჩა­ნა­წერ­ში გო­გო­ნა სამ­სა­ხურ­ზე აკე­თებს აქ­ცენტს და მო­უ­წო­დებს თავს, რომ ის­წავ­ლოს, გან­ვი­თარ­დეს, მერე და­ტო­ვოს ის და მო­ძებ­ნოს ახა­ლი სამ­სა­ხუ­რი. ახ­სე­ნებს უნი­ვერ­სი­ტეტ­საც და წა­რუ­მა­ტე­ბელ გა­მოც­დებს.

"არ ვიცი, რისი ბრა­ლია, მაგ­რამ ვერც ერთი სა­გა­ნი ვერ ჩა­ვა­ბა­რე, რა­ტომ მო­გი­ვი­და ეს? ყვე­ლა­ფერს ცდი­ლობ­დი, მაგ­რამ შე­დე­გი არ არის. ვე­რა­ფე­რი ვერ გა­ა­კე­თე, გეს­მის? ახ­ლა­ვე შე­მეძ­ლო სა­ი­ქი­ო­ში გამ­გზავ­რე­ბა, თავს მო­ვიკ­ლავ­დი... რას მი­ვაღ­წიე? ნი­ჭი­ე­რი არ ვარ, ლა­მა­ზი არ ვარ, ჭკვი­ა­ნი არ ვარ, კე­თი­ლი არ ვარ. არა­ფე­რი შენ არ შე­გიძ­ლია და ვა­ღი­ა­როთ, რომ ძა­ლი­ან სუს­ტი აღ­მოჩ­ნდი, და­კარ­გე შან­სი პა­რიზ­ში წას­ვლის, კარ­გავ დიპ­ლომს, ალ­ბათ ჩარ­ჩე­ბი კურ­სზე და ერთი სრუ­ლი წელი მო­გე­მა­ტე­ბა"....

ხუთი ვი­დე­ო­დან ორში შავ ფონს გას­დევს მხო­ლოდ გო­გო­ნას ხმა და ტი­რი­ლით მო­ყო­ლი­ლი ამ­ბე­ბი, რო­მე­ლიც სამ­სა­ხურს, თა­ნამ­შრომ­ლებს, მე­ნე­ჯერ ნიკა გე­ჯა­ძე­სა და უი­მე­დო სიყ­ვა­რულს შე­ე­ხე­ბა.

გო­გო­ნა თავს საყ­ვე­დუ­რობს, რომ არ უნდა მი­ე­ცა თა­ვის­თვის უფ­ლე­ბა ნი­კა­ზე ეფიქ­რა, რომ­ლის­თვი­საც ის მხო­ლოდ რი­გი­თი თა­ნამ­შრო­მე­ლია და სხვა არა­ფე­რი, რომ მას სხვა აინ­ტე­რე­სებს, სხვა მოს­წონს და თავს აი­ძუ­ლებს მას­ზე აღარ იფიქ­როს.

ვი­დე­ო­ში თა­მა­რი ახ­სნე­ბეს თა­ნამ­შრო­მელ ნი­ნი­საც და თავს საყ­ვე­დუ­რობს, რომ ტყუ­ი­ლად გა­უჩ­ნდა დიდი მო­ლო­დი­ნე­ბი და ოც­ნე­ბე­ბი, დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა და­კარ­გეს ორი­ვემ, მარ­ტო­ო­ბა ცუ­დია, თუმ­ცა ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა.

გო­გო­ნა ულ­ტი­მა­ტუმს უყე­ნებს სა­კუ­თარ თავს: "ან უნდა მოკ­ვდე, ან ნორ­მა­ლუ­რად გა­აგ­რძე­ლო ცხოვ­რე­ბა. ასე აღარ შე­იძ­ლე­ბა. არ და­უშ­ვა ასე გა­ი­ფუ­ჭო ნერ­ვე­ბი, შენს შვი­ლებს ნორ­მა­ლუ­რი დედა უნდა ჰყავ­დეთ. 22 წლი­სას თუ არა­ვინ მყავს, არ ნიშ­ნავს, რომ აღარ მე­ყო­ლე­ბა ვინ­მე, გთხოვ, ნუ იფუ­ჭებ ნერ­ვებს! ცხოვ­რე­ბა მშვე­ნი­ე­რია!”

მე­ხუ­თე ვი­დე­ო­ში თა­მა­რი სა­სო­წარ­კვე­თი­ლია და თვით­მკვლე­ლო­ბა­ზე სა­უ­ბარს უთ­მობს:

"ისიც კი ვიცი, თავი რო­გორ მო­ვიკ­ლა, მაგ­რამ არ მინ­და ასე­თი ტკი­ვი­ლის­თვის გა­ვი­მე­ტო დედა, მამა და გია. მე­ცო­დე­ბი­ან, რომ მოვ­ლენ და ტყე­ში მკვდარს მნა­ხა­ვენ, ამი­ტომ არ ვიკ­ლავ თავს. არც ტკი­ვი­ლის მე­ში­ნია, არც არაფ­რის, აღარ შე­მიძ­ლია ასე გაგ­რძე­ლე­ბა, აღარ მინ­და სი­ცო­ცხლე. ჩემს მშობ­ლებს რა ვუყო, რო­გორ გა­ვუმ­წა­რო ცხოვ­რე­ბა? შვე­ბა იქ­ნე­ბა სიკ­ვდი­ლი. რო­გორ მინ­და, რო­გორ! მა­პა­ტი­ეთ, თუ ვერ გა­ვუძ­ლებ და თავს მო­ვიკ­ლავ, მა­პა­ტი­ეთ. იცო­დეთ, სხვა გზა არ მქონ­და და გა­და­ი­ტანთ რო­გორ­მე”.




მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თვის კითხვადი სტატიები