კალაშოვის თანამოაზრე და გალელი "კანონიერი ქურდი" გარდაცვლილი იპოვეს - რა მოხდა ომსკის ციხეში?
კალაშოვის თანამოაზრე და გალელი "კანონიერი ქურდი" გარდაცვლილი იპოვეს - რა მოხდა ომსკის ციხეში?
ფოტო:შაქრო კალაშოვი, კახა ფარფალია
საინფორმაციო სააგენტო Прайм Крайм-ის ცნობით, 24 სექტემბერს, 45 წლის "ტიტულოვანი კანონიერი ქურდი" კახაბერ ფარფალია, რომელიც ადრე "ობშიაკის მაყურებელი" იყო, ომსკში ჩასვლიდან მეორე დღეს გარდაიცვალა.

ის გარდაცვლილი იპოვეს, ოფიციალური ინფორმაციით, კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელი ინსულტით გარდაიცვალა.

საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, ფარფალია, იგივე კახა "გალსკი" ომსკში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 22 სექტემბერს ჩაიყვანეს, რათა სასჯელის დარჩენილი ნაწილი სრულად ამ ადგილას მოეხადა, თუმცა კოლონიაში ჩასვლისას ის სასტიკად სცემეს.

როგორც ცნობილია, ომსკის დაწესებულება, ხშირ შემთხვევაში ფიზიკურად უსწორდება "ქურდული
სამყაროს" წარმომადგენლებს, ისეთი "კანონიერი ქურდისთვის" კი, როგოორიც ფარფალია იყო, ომსკის დაწესებულებაში მოხვედრა თავიდანვე სიკვდილს უდრიდა.

ქართველი "კანონიერი ქურდი" კრიმინალურ სამყაროში საკმაოდ დიდი გავლენით სარგებლობდა, ის ცნობილი ავტორიტეტის "დედ ჰასანის" მოწინააღმდეგეთა ბანაკში და შაქრო კალაშოვის თანამოაზრე იყო. კალაშოვის დაკავების შემდეგ კი ფიქრობდნენ იმასაც, რომ ფარფალია "შაქრო
მალადოის" ადგილს დაიკავებდა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ წლების განმავლობაში გალის ბიზნესს ე.წ. კანონიერი ქურდი, "კახა გალსკი", იგივე კახაბერ ფარფალია აკონტროლებდა. როგორც ამბობენ ის თხილის ბიზნესის წილშიც იყო ჩართული და მის სახელს გალში რამდენიმე საბავშვო ბაღის, სკოლისა და ცენტრალური გზის შეკეთებაც უკავშირდება...
მოამზადა ნიკა გულუამ
დ.დ.
26 სექტემბერი 2020 01:03
რაღაცრაღაცეები მაინც შეაპარეთ ხალხს! კიდევ ამხელა უბედურების,ასე უცბად დაჯახება იქნებოდა?

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?