დავით ფურცხვანიძე, რომელმაც მიხეილ რამიშვილს სატელიტური ფოტოები მიაწოდა, დააკავეს - კვირის პალიტრა

დავით ფურცხვანიძე, რომელმაც მიხეილ რამიშვილს სატელიტური ფოტოები მიაწოდა, დააკავეს

დავით ფურცხვანიძე, რომელმაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველს მიხეილ რამიშვილს სატელიტური ფოტოები მიაწოდა, დააკავეს.

ფაქტი "ინტერპრესნიუსს" ფურცხვანიძის მეუღლემ დაუდასტურა, თუმცა ბრალდების თაობაზე მისთვის ჯერჯერობით უცნობია.

ცნობისთვის, დავით ფურცხვანიძემ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს იმ ადგილის სატელიტური ფოტოები გადასცა, სადაც გარდაცვლილი პროგრამისტი იპოვეს. პროკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების მიერ გასაჯაროებულ ე.წ. სატელიტის ფოტოებზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის შედეგებით გაირკვა, რომ ისინი დამონტაჟებული და ყალბია.