ჩიქოვანი შაქარაშვილის მშობლებს: "ნამდვილად გინდათ თქვენი შვილის მკვლელობის ბრალდებით უდანაშაულო ხალხი გაგვასამართლონ?"
ჩიქოვანი შაქარაშვილის მშობლებს: "ნამდვილად გინდათ თქვენი შვილის მკვლელობის ბრალდებით უდანაშაულო ხალხი გაგვასამართლონ?"
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ვახტანგ ჩიქოვანი პირველ კომენტარს აკეთებს. ის დუმილს "ინტერპრესნიუსთან" ექსკლუზიურად არღვევს და სააგენტოსთვის გამოგზავნილ წერილში აცხადებს, რომ სიცოცხლის ფასადაც რომ დაუჯდეს, მის უდანაშაულობას დაამტკიცებს.

ვახტანგ ჩიქოვანი გიორგი შაქარაშვილის ოჯახსაც მიმართავს და კითხვას უსვამს, უნდათ, თუ არა, რომ უდანაშაულო ადამიანები დაისაჯონ.

ამასთან, ჩიქოვანი აცხადებს, რომ ის მანქანაში ვასილ მახარაძესთან და ზ.ხ.-სთან ერთად იმყოფებოდა. მისივე თქმით, პროკურატურა "ტყუილ ამბავს ედავება და დაამტკიცებს, რომ
მანქანაში იჯდა".

ჩიქოვანის განცხადებით, ამის დამტკიცება ანძებითაც შეიძლება.

"მე არ მწამს პროკურატურის დაქირავებული მოსამართლეების. ადამიანი, რომელიც თავისი მიღებული გა
დაწყვეტილებებით მიგვანიშნებს, რომ ეს საქმე არის შეკერილი. ეს ჩვენ კარგად ვიცით, ის წარმოადგენს პროკურატურას და არა სასამართლოს და თქვენ ამას უნდა შეეგუოთო. მაგრამ არ ვაპირებ ამ სისულელეს და ცილისწამებას თვალი გავუსწორო. სიცოცხლის ფასად რომ დაგვიჯდეს, ჩვენ უდანაშაულობას მაინც დავამტკიცებთ.

ასევე უნდა მივმართო გიორგი შაქარაშვილის მშობლებს - ნამდვილად გინდათ თქვენი შვილის მკვლელობის ბრალდებით უდანაშაულო ხალხი გაგვასამართლონ? ამასთანავე მინდა მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენი წყევლითა და ლანძღვით არის დაკავებული. დაფიქრდით, იქნებ ასეთ გაურკვეველ სიტუაციაში თქვენი შვილებიც მოხვდნენ, რომლებიც სრულიად უდანაშაულოები არიან. მერე მიხვდებით, როგორი ძნელია, როდესაც თქვენთვის საყვარელ ადამიანებს ასეთ აბსურდულ დანაშაულებს ტენიან", - წერს ჩიქოვანი "ინტერპრესნიუსისთვის" გამოგზავნილ წერილში.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?