"შაქარაშვილი თვალით არ მინახავს...მზად ვარ, ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო სიცრუის დეტექტორზე" - რას ამბობს ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილი
"შაქარაშვილი თვალით არ მინახავს...მზად ვარ, ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო სიცრუის დეტექტორზე" - რას ამბობს ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილი
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ნიკოლოზ რევაზიშვილის განცხადებით, მას გიორგი შაქარაშვილი თვალით არ უნახავს და არც მისთვის ალყის შემორტყმას ჰქონია ადგილი. აღნიშნულის შესახებ ბრალდებულმა "ინტერპრესნიუსისთვის" გაგზავნილ წერილში განაცხადა.

როგორც რევაზიშვილი აღნიშნავს, ის არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე იმის გამო იმყოფებოდა, რომ ბავშვებს შორის კონფლიქტის განმეორება არ დაეშვა.

"მესმის გიორგის დედის, მამის, დის და იმ ადამიანების, ვინც გულწრფელად განიცადა და გულთან ახლოს მიიტანა ეს დიდი ტრაგედია და
ვუსამძიმრებ მათ. რაც შეეხება ჩემს სათქმელს, გეტყვით, რომ 19 ივნისის საბედისწერო ღამეს ნამდვილად ვიმყოფებოდი „ტოიოტა ქამრიში“ და არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩემი იქ ყოფნა გამოწვეული იყო ერთადერთი მოტივით,
არ დამეშვა ბავშვებს შორის განმეორებით კონფლიქტი. მე გიორგი შაქარაშვილი თვალით არ მინახავს და არც ე.წ. ალყის დარტყმასაც არ ჰქონია ადგილი, არც ხევის ადგილმდებრაობა ვიცი და შესაბამისად, ვერც ვიქნებოდი იმ ადგილას. ჩემს წინააღმდეგ არ არსებობს არანაირი მტკიცებულოება, რაც ჩემს ბრალეულობას დაადასტურებდა. იმიტომ კი არ არსებობს, რომ ვინმემ გაანადგურა, არამედ იმიტომ, რომ უდანაშაულო ვარ. უფრო მეტიც, პროკურატურამ წაშალა ჩემი გუგლის ექაუნთიდან იმ ღამის გადაადგილების მარშრუტი, რომლითაც დასტურდება პროკურატურის ვერსიის აბსურდულობა. ჩვენ მიმართული გვაქვს პროკურატურისთვის შუამდგომლობით, რათა გუგლიდან აღდგენილი იქნეს წაშლილი ინფორმაცია. თუმცა პროკურატურა ამ საკითხზე დუმილის უფლებას იყენებს. მზად ვარ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო სიცრუის დეტექტორზე", -აცხადებს "ინტერპრესნიუსისთვის" გაგზავნილ წერილში რევაზიშვილი.

"ინტერპრესნიუსი"
ებლაყუნები
26 სექტემბერი 2020 11:22
რატო ჩაეთრიე იქ?????????? ვინ დაგპატიჟა?????????????

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?