"მძი­მე ოპე­რა­ცი­ე­ბი გა­მი­კეთ­და იმ ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ, ვცდი­ლობ რო­გორც შე­მიძ­ლია... არ მინ­და ჩემს შვილს იმე­დე­ბი გა­ვუც­რუო და დავ­ჩა­ჩა­ნაკ­დე"
26-09-2020
"მძი­მე ოპე­რა­ცი­ე­ბი გა­მი­კეთ­და იმ ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ, ვცდი­ლობ რო­გორც შე­მიძ­ლია... არ მინ­და ჩემს შვილს იმე­დე­ბი გა­ვუც­რუო და დავ­ჩა­ჩა­ნაკ­დე"
აფხა­ზე­თის ომის ვე­ტე­რა­ნის, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის თა­და­რი­გის პოლ­კოვ­ნი­კის დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლის ოჯახ­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ი­დან წე­ლი­წა­დი და ცხრა თვე გა­ვი­და. 2019 წლის 7 თე­ბერ­ვალს გუ­გე­შაშ­ვი­ლე­ბის სა­ცხოვ­რე­ბელ­ში უც­ნო­ბი მა­მა­კა­ცი შე­იჭ­რა, რო­მელ­მაც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით სი­ცოხ­ლეს გა­მო­ა­სალ­მა დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლის ერ­თა­დერ­თი ვაჟი, ხოლო თა­ვად დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლი სიკ­ვდილს სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურ­ჩა.

შემ­თხვე­ვი­დან და­ახ­ლო­ე­ბით ერთ წელ­ში, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა 45 წლის ზაზა მურ­ჯიკ­ნე­ლი და­ა­კა­ვეს. ბრალ­დე­ბულს წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი და სა­სამ­რთლოს წი­ნა­შე წარ­დგე­ნა 5 ოქ­ტომ­ბერს მო­უ­წევს.

რო­გორ ცხოვ­რობს ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ მებ­რძო­ლი ქალი
და რა ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი იკ­ვე­თე­ბა სის­ხლი­ა­ნი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის საქ­მე­ში - აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით AMBEBI.GE დოდო გუ­გე­შაშ­ვილს ესა­უბ­რა:

- პირ­ველ რიგ­ში, რო­გორ ხართ? რო­გო­რია თქვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა?
- ახლა არა მი­შავს. ძა­ლი­ან მძი­მე ოპე­რა­ცი­ე­ბი გა­მი­კეთ­და იმ ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ, ვცდი­ლობ რო­გორც შე­მიძ­ლია... არ მინ­და ჩემს შვილს იმე­დე­ბი გა­ვუც­რუო და
დავ­ჩა­ჩა­ნაკ­დე. ბო­ლოს, თე­ბერ­ვალ­ში გა­ვი­კე­თე მძი­მე ოპე­რა­ცია და საკ­მა­ოდ დიდ­ხანს ვი­წე­ქი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. სა­ოც­რად პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ექი­მე­ბი გვყავს.

- რო­გორ ცხოვ­რობთ ახლა, რო­გო­რია თქვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა?
- ვცდი­ლობ, მხო­ლოდ ჩემს ტრა­გე­დი­ა­ში არ ვიყო ჩაფ­ლუ­ლი და არა­ვის მო­ვახ­ვიო თავს ეს ყვე­ლა­ფე­რი. ახლა ვარ სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცია "და­ი­ცა­ვი შენი წილი სამ­შობ­ლოს" თავ­მჯდო­მა­რე. ჩვენ ვცდილ­ლობთ, და­ვეხ­მა­როთ ვე­ტე­რა­ნებს, გა­ვუ­წი­ოთ მათ სა­ჭი­რო კონ­სულ­ტა­ცია და რი­თაც შეგ­ვიძ­ლია, გვერ­დით და­ვუდ­გეთ. ერ­თდა­ერ­თი რა­საც სა­ხელ­მწი­ფო ვე­ტა­რე­ნე­ბის­თვის იმე­ტებს, არის მი­ზე­რუ­ლი 22 ლარი. ამ თან­ხით ვე­ტე­რან­მა თა­ვიც უნდა ირ­ჩი­ნოს, კო­მუ­ნა­ლუ­რე­ბიც გა­და­ი­ხა­დოს და ა.შ. თუ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ეს მა­თხოვ­რუ­ლი თან­ხა შეჰ­კად­რა ომის ვე­ტე­რა­ნებს, მოქ­მედ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ამა­ში უხერ­ხუ­ლო­ბა ვერ და­ი­ნა­ხა და არა­ფე­რი მო­უ­მოქ­მე­დე­ბია. მხო­ლოდ ახლა, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ გა­ახ­სენ­დათ პარ­ლა­მენ­ტში, რომ თურ­მე ეს 22 ლარი ძა­ლი­ან ცო­ტაა და უნდა გა­ი­ზარ­დოს. მხო­ლოდ ახლა და­ი­წყეს ამა­ზე სა­უ­ბა­რი, არ­ჩევ­ნე­ბი რომ მო­ახ­ლოვ­და.

- რა ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი იკ­ვე­თე­ბა თქვე­ნი შვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში? ხომ არ გა­სუ­ლა გა­მო­ძი­ე­ბა დამ­კვე­თის კვალ­ზე?
- რო­გორც გი­თხა­რით, თე­ბერ­ვალ­ში მძი­მე ოპე­რა­ცია ჩა­მი­ტარ­და, დიდ­ხანს ვი­წე­ქი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, ახლა შე­ზღუ­დუ­ლია ჩემი მოძ­რა­ო­ბაც და კი­დევ ბევ­რი რამ. ამი­ტომ ვერ შევ­ძე­ლი გავ­ცნო­ბო­დი საქ­მის მა­სა­ლებს. თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბას ვენ­დო­ბი. ბევ­რს არ სჯე­რო­და, რომ ეს საქ­მე გა­იხ­სნე­ბო­და. მკვდარ საქ­მედ მი­აჩ­ნდათ, მე არა­სო­დეს შემ­პარ­ვია ეჭვი, რომ დამ­ნა­შა­ვეს და­ი­ჭერ­დნენ, თუმ­ცა ასე მა­ლეც არ ვე­ლო­დი. მაგ­რამ ახლა მთა­ვა­რია დამ­კვეთ­ზე გა­ვიდ­ნენ და და­სა­ჯონ. ამ სა­კი­თხსაც ოპ­ტი­მის­ტუ­რად ვუ­ყუ­რებ, მჯე­რა ამა­საც შეძ­ლე­ბენ.

- რო­გორც ჩანს, კარ­გად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი სის­ხლი­ა­ნი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა იყო...

- ბო­ლომ­დე კარ­გად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ალ­ბათ არ იყო, რად­გან ახლა ცო­ცხა­ლი ვარ. მკვლელს ორი­ვე ვჭირ­დე­ბო­დით - მეც და ჩემი შვი­ლიც. თუმ­ცა დიდი ხნით ადრე რომ იყო და­გეგ­მი­ლი და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, ფაქ­ტია. მკვლე­ლი ცდი­ლობ­და ურ­თი­ერ­თო­ბა­ში შე­მო­სუ­ლი­ყო ჩემ­თან. რამ­დენ­ჯერ­მე იყო ჩემს სახ­ლში მო­სუ­ლი. ჩემი შვი­ლი მკვლე­ლო­ბამ­დე ორ­ჯერ ნახა და სთხო­ვა ჩემ­თვის გად­მო­ე­ცა, რომ ჩემ­თან შეხ­ვედ­რა სურ­და, გარ­კვე­ულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით. მე მას პი­რა­დად არ შევ­ხვედ­რი­ვარ და გავ­სა­უბ­რე­ბი­ვარ. ერთხელ სახ­ლი­დან გა­მო­ვე­დი, ქვე­მოთ მან­ქა­ნა მე­ლო­დე­ბო­და. ბი­ნას­თან დამ­ხვდა და გა­მო­მე­ლაპ­რა­კა. ვუ­თხა­რი, მეჩ­ქა­რე­ბა, ქვე­მოთ მე­ლო­დე­ბი­ან-მეთ­ქი.

ლიფ­ტში შე­მომ­ყვა და სელ­ფის გა­და­ღე­ბა მთხო­ვა. მე უარი ვუ­თხა­რი. აშ­კა­რად უნ­დო­და, ეს ფოტო ვი­ღა­ცის­თვის გა­და­ეგ­ზავ­ნა, მაგ­რამ მა­შინ ვე­რა­ფერს მივ­ხვდი. ამ ამ­ბი­დან არც თუ ისე დიდი ხნის შე­მე­დეგ, 7 თე­ბერ­ვალს, გამ­თე­ნი­სას მო­ვი­და ჩემ­თან. ხა­ლა­თით ვი­ყა­ვი. გა­მიკ­ვირ­და ასე ადრე მისი მოს­ვლა. მოს­ვლი­დან ორ წუთ­ში კი შუქი ჩაქ­რა. მან შე­მოს­ვლამ­დე იცო­და, რომ შუქი იყო ჩამ­ქრა­ლი. მუქი ქურ­თუ­კი ეცვა, "კა­პი­უ­შო­ნი" ჰქონ­და გად­მო­ფა­რე­ბუ­ლი თავ­ზე, "კეპი" ეფა­რა. ეკე­თა სათ­ვა­ლე­ე­ბი. ვიყ­ვი­რე, სახ­ლში მკვლე­ლია-მეთ­ქი. ჩემს ყვი­რილ­ზე და ია­რა­ღის ხმა­ზე ნო­დოს გა­ეღ­ვი­ძა და სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ჩემს საშ­ვე­ლად გა­მო­ვარ­და. მეს­რო­ლა პირ­და­პირ გულ­ში. ტყვია გუ­ლის აორ­ტას მი­ლი­მეტრნა­ხევ­რით ას­ცდა.

თვა­ლებ­ში რომ და­მიბ­ნელ­და, რამ­დე­ნი­მე წამ­ში ისევ მო­მი­ვი­და თვალ­ში სი­ნათ­ლე და და­ვი­ნა­ხე, რომ მკვლელს ჩემი შვი­ლი ეწ­ვი­ნა სამ­ზა­რე­უ­ლოს ია­ტაკ­ზე, ჩემ­თან ახ­ლოს და ია­რაღს თავ­ში უმიზ­ნებ­და. დაჭ­რი­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მა­ინც შევ­ძე­ლი და მკვლე­ლი სკა­მით მო­ვა­შო­რე ჩემს ბიჭს. შემ­დეგ გა­რეთ გა­მოვ­ვარ­დი, რომ უკან გა­მომ­ყო­ლო­და. თუ მას მხო­ლოდ ჩემი მოკ­ვლა უნ­დო­და, ყვე­ლა ლო­გი­კით უნდა გა­მომ­ყო­ლო­და…მაგ­რამ ორი­ვე ვჭირ­დე­ბო­დით... რამ­დე­ნი­მე სარ­თუ­ლი ჩა­ვირ­ბი­ნე და, რომ მივ­ხვდი, არ გა­მომ­ყვა, ვე­ღარ მო­ვა­ხერ­ხე ზე­მოთ არ­ბე­ნა, რად­გან ძა­ლი­ან ბევ­რი სის­ხლი დავ­კარ­გე და და­ძა­ბუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. კი­ბე­ებ­ზე მო­დი­ო­და. მე­ზობ­ლებს ვუ­თხა­რი, ეს არის მკვლე­ლი-მეთ­ქი, მაგ­რამ ჩა­ირ­ბი­ნა.

- ეს ადა­მი­ა­ნი და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ქი­ლე­რი იყო? ვინ არის, რა ინ­ფორ­მა­ცია მო­ი­ძი­ეთ მას­ზე?

- მხო­ლოდ ის ვიცი, რაც მე­დი­ით გავ­რცელ­და. მეტი არა­ფე­რი. თა­ვად კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს. ამ­ბობს, რომ თვი­თონ არ ჩა­უ­დე­ნია და ყვე­ლა მოწ­მე არას­წორ ჩვე­ნე­ბას აძ­ლევს. ის იყო ქი­ლე­რად და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მკვლე­ლი. მას რა­ღაც სკო­ლე­ბიც ექ­ნე­ბო­და გავ­ლი­ლი, ან სპეც­რაზ­მის ან სამ­ხედ­როს ან რა­ი­მე მსგავ­სი, მაგ­რამ ია­რა­ღი არ უვარ­გო­და.

მე ჩემი თვა­ლით ვნა­ხე, რო­დე­საც მან ჩემს შვილს და­უ­მიზ­ნა, არ გა­ვარ­და და ამი­ტომ თავ­ში მი­ა­ყე­ნა ია­რა­ღის ტა­რით და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. თუმ­ცა, სა­დაც და რო­გორც იყო ნას­რო­ლი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მკვლე­ლის ხელ­წე­რა იკი­თხე­ბო­და. და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია ამ ადა­მი­ა­ნის შე­სა­ხებ მე არ მო­მი­ძი­ე­ბია. ვიცი, მხო­ლოდ ის რომ მუხ­რო­ვა­ნის ამ­ბო­ხის საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებ­და, სას­ჯე­ლიც აქვს მოხ­დი­ლი. სხვა და­ნარ­ჩე­ნი ვინ არის და რას წარ­მო­ად­გენს, არ ვიცი და არც და­ვინ­ტე­რე­სე­ბულ­ვარ. გაგრძელება

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თვის კითხვადი სტატიები