გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულებმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარი განაცხადეს
28-09-2020
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულებმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარი განაცხადეს
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა ბრალდებულებმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარი განაცხადეს.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, აღნიშნული უფლების რეალიზების საშუალება მხოლოდ სრულწლოვნებს აქვთ, შესაბამისად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ საქმის განხილვაზე უარი არჩილ გაგნიძემ, ვახტანგ ჩიქოვანმა და ნიკოლოზ რევაზიშვილმა განაცხადეს.

ადვოკატების განცხადებით, ბრალდების მხარემ საზოგადოებაში დაუსაბუთებელი განცხადებებით უკვე შექმნა საზოგადოებრივი მცდარი აზრი, რომელიც საქმეში არსებულ მტკიცებულებებს არ შეესაბამება, რის გამოც ნაფიცი მსაჯულების არჩევა, ანუ საზოგადოების მხრიდან მართლმსაჯულების განხორციელება შეიცავს მაღალ
რისკს, რომ მოხდეს უდანაშაულო ადამიანების მსჯავრდება.

ამ წუთებში, მცხეთის რაიონული სასამართლო საქმის არსებითად გადაცემაზე მსჯელობს.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე 5 პირი: ნიკოლოზ რევაზიშვილი, არჩილ გაგნიძე, ზ.ხ., ა.ქ. და ვახტანგ ჩიქოვანი არიან ბრალდებულები.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თვის კითხვადი სტატიები