"ელენეს დედ-მამა არ ჰყავს... და­ბა­ლი სიჩ­ქა­რით რომ ემოძ­რა­ვა, ად­გილ­ზე ვერ მოკ­ლავ­და ბავ­შვს" - მძღოლს, რომელმაც 16 წლის გოგონა იმსხვერპლა, ამ დრომდე ეძებენ - კვირის პალიტრა

"ელენეს დედ-მამა არ ჰყავს... და­ბა­ლი სიჩ­ქა­რით რომ ემოძ­რა­ვა, ად­გილ­ზე ვერ მოკ­ლავ­და ბავ­შვს" - მძღოლს, რომელმაც 16 წლის გოგონა იმსხვერპლა, ამ დრომდე ეძებენ

გუშინ საღამოს რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე ავტომობილი ქვეითად მოსიარულე გოგონას დაეჯახა, რის შემდეგაც მძღოლი ადგილიდან მიიმალა. თვითმხილველის თქმით, გოგონა ძაღლს ასეირნებდა და გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მას მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა.

16 წლის ელენე ბაშარული სასწრაფოს მოსვლამდე, ადგილზე გარდაიცვალა. შსს-მ ფაქტზე გამოძიება გარდაცვალებით დასრულებული ავტოსაგზაო შემთხვევის მუხლით დაიწყო (274-ეს მე-6). როგორც ამბები.გე-მ გაარკვია, მძღოლი ჯერჯერობით დაკავებული არ არის, თუმცა მისი ავტომანქანა იდენტიფიცირებულია.

ambebi.ge ელენეს ახლობელს ესაუბრა.

"ელენე რუსთავის ენმ-ს წევრის მარიამ ბაშარულის ბიძაშვილია. გოგონას დედ-მამა არ ჰყავს და მას მარიამი ზრდიდა (ელენე დედამ დაბადებისთანავე მიატოვა, მამის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს). მათ შორის ასაკში დიდი სხვაობა არაა, მაგრამ მარიამი ელენეს დედის მაგივრობას უწევდა. თვითონ მარიამს დედა გარდაცვლილი ჰყავდა და ორივე გოგონას მამინაცვალი ზრდიდა. ელენე 22 ივლისს 16 წლის გახდა. როგორც ვიცით, გოგონა საღამოს ქუჩაში ძაღლს ასეირნებდა და როდესაც გზაზე გადადიოდა, მას დიდი სისწრაფით მიმავალი ავტომანქანა დაეჯახა, მძღოლის შესახებ არაფერი ვიცით, მიიმალა. გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, სასწრაფოს მოსვლამდე. დაბალი სიჩქარით რომ ემოძრავა, ადგილზე ვერ მოკლავდა ბავშვს".