"ელენეს დედ-მამა არ ჰყავს... და­ბა­ლი სიჩ­ქა­რით რომ ემოძ­რა­ვა, ად­გილ­ზე ვერ მოკ­ლავ­და ბავ­შვს" - მძღოლს, რომელმაც 16 წლის გოგონა იმსხვერპლა, ამ დრომდე ეძებენ
"ელენეს დედ-მამა არ ჰყავს... და­ბა­ლი სიჩ­ქა­რით რომ ემოძ­რა­ვა, ად­გილ­ზე ვერ მოკ­ლავ­და ბავ­შვს" - მძღოლს, რომელმაც 16 წლის გოგონა იმსხვერპლა, ამ დრომდე ეძებენ
გუ­შინ სა­ღა­მოს რუს­თავ­ში, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე ავ­ტო­მო­ბი­ლი ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლე გო­გო­ნას და­ე­ჯა­ხა, რის შემ­დე­გაც მძღო­ლი ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. თვითმხილ­ვე­ლის თქმით, გო­გო­ნა ძაღლს ასე­ირ­ნებ­და და გზა­ზე გა­და­დი­ო­და, რა დრო­საც მას მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ე­ჯა­ხა.

16 წლის ელე­ნე ბა­შა­რუ­ლი სას­წრა­ფოს მოს­ვლამ­დე, ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. შსს-მ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა გარ­დაც­ვა­ლე­ბით დას­რუ­ლე­ბუ­ლი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის მუხ­ლით და­ი­წყო (274-ეს მე-6). რო­გორც ამბები.გე-მ გა­არ­კვია, მძღო­ლი ჯერ­ჯე­რო­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი არ არის, თუმ­ცა მისი ავ­ტო­მან­ქა­ნა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია.

ambebi.ge ელე­ნეს ახ­ლო­ბელს ესა­უბ­რა.

"ელე­ნე რუს­თა­ვის ენმ-ს წევ­რის
მა­რი­ამ ბა­შა­რუ­ლის ბი­ძაშ­ვი­ლია. გო­გო­ნას დედ-მამა არ ჰყავს და მას მა­რი­ა­მი ზრდი­და (ელე­ნე დე­დამ და­ბა­დე­ბის­თა­ნა­ვე მი­ა­ტო­ვა, მა­მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ გვაქვს). მათ შო­რის ასაკ­ში დიდი სხვა­ო­ბა არაა, მაგ­რამ მა­რი­ა­მი ელე­ნეს დე­დის მა­გივ­რო­ბას უწევ­და. თვი­თონ მა­რი­ამს დედა გარ­დაც­ვლი­ლი ჰყავ­და და ორი­ვე გო­გო­ნას მა­მი­ნაც­ვა­ლი ზრდი­და. ელე­ნე 22 ივ­ლისს
16 წლის გახ­და. რო­გორც ვი­ცით, გო­გო­ნა სა­ღა­მოს ქუ­ჩა­ში ძაღლს ასე­ირ­ნებ­და და რო­დე­საც გზა­ზე გა­და­დი­ო­და, მას დიდი სის­წრა­ფით მი­მა­ვა­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა, მძღო­ლის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვი­ცით, მი­ი­მა­ლა. გო­გო­ნა ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, სას­წრა­ფოს მოს­ვლამ­დე. და­ბა­ლი სიჩ­ქა­რით რომ ემოძ­რა­ვა, ად­გილ­ზე ვერ მოკ­ლავ­და ბავ­შვს".


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები