ავტობანზე ერთმანეთს ტრაილერი და ჯიპი შეეჯახა - არის მსხვერპლი - კვირის პალიტრა

ავტობანზე ერთმანეთს ტრაილერი და ჯიპი შეეჯახა - არის მსხვერპლი

თბილისი-სენაკი ლესელიძის საავტომობილოლ მაგისტრალის გორის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ორი კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ავტობანზე მოძრავი "ნისანის" მარკის ჯიპი ტრაილერს შეეჯახა.

შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის შიდა ქართლის დეპარტამენტის თანამშრომლები და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.

შემთხვევის გამო ავტობანის აღნიშნულ მონაკვეთზე დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა. საპატრულო პოლიცია ავტობანზე მოძრავ მძღოლებს შემოვლითი გზით სარგებლობისკენ მოუწოდებს.

იხილეთ ვიდეო