"მო­ძა­ლა­დემ შვილმკვდარ დე­დას ცი­ხი­დან გა­მო­უგ­ზავ­ნა წე­რი­ლი" - ხაშურში მომხდარი შემზარავი მკვლელობის ახალი დეტალები
"მო­ძა­ლა­დემ შვილმკვდარ დე­დას ცი­ხი­დან გა­მო­უგ­ზავ­ნა წე­რი­ლი" - ხაშურში მომხდარი შემზარავი მკვლელობის ახალი დეტალები
ხა­შურ­ში, ყო­ფი­ლი ქმრის მიერ დაჭ­რი­ლი 23 წლის სა­ლო­მე ჩი­ქო­ვა­ნი ხუთ­თვი­ა­ნი კო­მის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა. ახალ­გაზ­რდა ქალი ხა­შურ­ში, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე, უამ­რა­ვი თვითმხილ­ვე­ლის თან­დას­წრე­ბით, ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ დაჭ­რა. შემ­თხვე­ვა 2020 წლის 5 მარტს მოხ­და. ფაქ­ტი ქუ­ჩა­ში და­მონ­ტა­ჟე­ბულ­მა ვი­დე­ო­კა­მე­რებ­მა აღ­ბეჭ­დეს. ექი­მე­ბის გან­ცხდე­ბით, ქალს ცივი ია­რა­ღით მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი მუც­ლი­სა და გულ-მკერ­დის არე­ში ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

28 წლის მი­ხე­ილ ლომ­სა­ძე, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი მე­უღ­ლე, სა­სიკ­ვდი­ლოდ დაჭ­რა, წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბის ფარ­გლებ­ში გლ­და­ნის მერ­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა. საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის მუხ­ლით
არის აღ­ძრუ­ლი.

გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის ინ­ტე­რე­სებს "სა­ფა­რი" იცავ­და. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ად­ვო­კა­ტი, ელი­სო რუ­ხა­ძე ამ­ბობს, რომ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ცი­ხი­დან გარ­დაც­ვლი­ლის დე­დას მუ­ქა­რის წე­რი­ლებს უგ­ზავ­ნის და შუ­რის­ძი­ე­ბით ემუქ­რე­ბა.

"ალ­ბათ მუხ­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბად გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­დე­ბა, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში. გო­რის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს პრო­ცე­სე­ბი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის დედა იყო "ნა­ნუ­კას შო­უ­ში", სა­დაც
დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლად ისა­უბ­რა გარ­დაც­ვლილ­ზე. ამის გამო, ჩვენ ნა­ნუ­კას ვუ­ჩივ­ლეთ ეთი­კის ქარ­ტი­ა­ში და საქ­მე მო­ვი­გეთ. ყვე­ლა­ზე მძი­მე ის არის, რომ 6 წლის და 3 წლის ბავ­შვე­ბი ამ მკვლე­ლის დე­დას­თან იზ­რდე­ბი­ან.

ეს "სა­ფა­რის" საქ­მე­ებს შო­რის ერთ-ერთი უმ­ძი­მე­სი საქ­მეა. ყვე­ლა­ზე ამაზ­რზე­ნი ის არის, რომ თა­ვად მო­ძა­ლა­დემ შვილმკვდარ დე­დას ცი­ხი­დან გა­მო­უგ­ზავ­ნა წე­რი­ლი - ნო­ტა­რი­ა­ლუ­რად და­მი­წე­რე, რომ პრე­ტენ­ზია არ გაქვს, თორე ბავ­შვებს არ გა­ნა­ხე­ბო! მსგავ­სი სი­თავ­ხე­დე დღემ­დე არ მი­ნა­ხავს, მაგ­რამ ბავ­შვე­ბით ვაჭ­რო­ბა ახა­ლი რომ არაა ამ ქვე­ყა­ნა­ში, ყო­ველ­დღე ვრწმუნ­დე­ბი", - აცხა­დებს ელი­სო რუ­ხა­ძე.

Ambebi.ge გარ­დაც­ვლი­ლის დე­დას, ნინო ჩი­ქო­ვან­საც ესა­უბ­რა:

"გვთხოვს პა­ტი­ე­ბას, ბავ­შვებს დედა არ ყავს და მამა მა­ინც შე­უ­ნარ­ჩუ­ნეო. ისე­თი ჩვე­ნე­ბა მი­ე­ცი, რომ ცი­ხი­დან მალე გა­მო­ვი­დეო. ბავ­შვე­ბი რო სდო­მო­და, დე­დას არ მო­უკ­ლავ­და. ეგ ცი­ხე­ში უნდა დალ­პეს. ისე­თე­ბი ისა­უბ­რა დე­დამ­თილ­მა ჩემს შვილ­ზე ტე­ლე­ვი­ზი­ით, რო­გორ იკად­რა, არ ვიცი. მო­თა­მა­შე იყო ჩემი სიძე და გა­შორ­და ჩემი შვი­ლი, არ უნ­დო­და შე­რი­გე­ბა. იხილეთ სრულად


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?