დავით გარეჯის კომისიის წევრების სახლში და ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
01-10-2020
დავით გარეჯის კომისიის წევრების სახლში და ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
დავით გარეჯის კომისიის წევრის, ნატალია ილიჩოვას საცხოვრებელ სახლში, ასევე დავით-გარეჯის კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ივერ მელაშვილის ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.

ჩხრეკის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსს“ უდასტურებენ გენერალურ პროკურატურაში, თუმცა სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?