დავით გარეჯის კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ოფისსა და საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა დასრულდა
დავით გარეჯის კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ოფისსა და საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა დასრულდა
დავით გარეჯის კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ივერ მელაშვილის ოფისსა და საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა დასრულდა.

როგორც მელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ფართობების გადაცემა ან, რაღაცის დათმობა აზერბაიჯანის სასარგებლოდ, გამორიცხულია. მისივე თქმით, მსგავსი ფაქტი არც ძველ კომისიაში მომხდარა და არც ახალში არ მოხდება.

,,ჩხრეკა ჩაატარეს სახლში, შემდეგ სამუშაო ოთახში. ყველანაირ მასალას ეძებდნენ, წაიღეს უამრავი მასალა შესწავლის მიზნით. მოგეხსენებათ, რომ პროკურატურას აღძრული აქვს საქმე
და დაწყებულია გამოძიება. რუკები, შეთანხმების ოქმები, სხვადასხვა ისტორიული დოკუმენტები. განახორციელეს ჩხრეკა და არ ვიცი შემდგომ რა მოქმედებები ექნებათ. ის შემიძლია ვთქვა, რომ რაც ამ ბოლო დროს გავრცელდა, რომ ფართობების გადაცემა და რაღაცის დათმობა აზერბაიჯანის სასარგებლოდ, ამისთანა რამ გამორიცხულია. არც ძველ კომისიაში მომხდარა ასეთი და არც ახალში, იმედია, არ მოხდება ამისთანა. წარმოუდგენელია",- განაცხადა ივერ მელაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს
გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.


"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები