"მამაკაცი მოვიდა კალმით..." - რას აცხადებს მიხეილ სააკაშვილი მასზე თავდასხმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე? - კვირის პალიტრა

"მამაკაცი მოვიდა კალმით..." - რას აცხადებს მიხეილ სააკაშვილი მასზე თავდასხმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე?

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუკის“ პირად გვერდზე უკრაინული გამოცემა "სტარანას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და მასზე თავდასხმას უარყოფს. ექსპრეზიდენტი ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ მას კიევის რესტორანში თავს დაესხნენ, წერს, რომ აღნიშნულ პირს მისი ავტოგრაფი უნდოდა.

"სინამდვილეში, მამაკაცი მოვიდა კალმით უბრალოდ ავტოგრაფისთვის. აი, ეს არის მთელი ისტორია", - წერს სააკაშვილი პირად გვერდზე.

მიხეილ სააკაშვილის პრესმდივანი დარინა ჩიჟი კი „ფეისბუკზე“ გამოცემა „სტრანას“ ერთ-ერთ რედაქტორს სვეტლანა კრიუკოვას მიმართავს და ეკითხება, რატომ ბოლომდე არ უყურა იმ ვიდეოს, რომელიც თავად გამოაქვეყნა. „სრული სისულელე! სააკაშვილს თავს არავინ დასხმია.

სვეტლანა კრიუკოვა, თუკი თქვენ შეძელით ვიდეოს მიღება დაწესებულებიდან, სადაც მიხეილია, რატომ არ უყურეთ მას ყურადღებით? ვიდეოზე ყველაფერი მკაფიოდ ჩანს“, - წერს სააკაშვილის პრესმდივანი.

მას სვეტლანა კრიუკოვა კომენტარებში პასუხობს და ეუბნება, რომ "ასე საინტერესო არ არის და დააბრუნონ ვიდეოში როგორც იყო".

ცნობისთვის, უკრაინული გამოცემა „სტრანას“ ინფორმაციით, 30 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილს კიევის რესტორან Fabius-ში თავს დაესხნენ.

"ინტერპრესნიუსი"