"მივიღე გადაწყვეტილება, რომ ბაჩალიაშვილის საქმეს ჩამოვცილებოდი, თუმცა ოჯახის მოთხოვნით დავბრუნდი"
06-10-2020
"მივიღე გადაწყვეტილება, რომ ბაჩალიაშვილის საქმეს ჩამოვცილებოდი, თუმცა ოჯახის მოთხოვნით დავბრუნდი"
ან მი­ი­ღე­ბენ გო­ნივ­რულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ან იქ­ნე­ბა პრე­ცე­დენ­ტი, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მე გა­და­იგ­ზავ­ნე­ბა სტრას­ბურ­გის ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­ში და იქ მი­ვი­ღებთ იმ შე­დეგს, რო­მე­ლიც კი­დევ ერთი შავი ლა­ქის სა­ხით ჩა­ი­წე­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა­ში, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტი მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რო­მელ­მაც მის და­კი­თხვას­თან და ტე­ლე­ფო­ნის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­სა­მარ­თლოს პირ­ვე­ლი გან­ჩი­ნე­ბა არ გა­ა­უქ­მა.

მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მეს ჩა­მოს­ცი­ლე­ბო­და, თუმ­ცა ოჯა­ხის და­ჟი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნით დაბ­რუნ­და და ამ
საქ­მეს ბო­ლომ­დე მი­იყ­ვანს.

"ჩემ­თვის ძა­ლი­ან მძი­მე იყო ის მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­დე­საც ჩემს პი­რად სივ­რცე­ში და ად­ვო­კა­ტის პი­რად სივ­რცე­ში მოხ­და შე­მოჭ­რა. მე ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და, იმი­ტომ, რომ შემ­ხებ­ლო­ბა იყო ჩემ სხვა ძა­ლი­ან ბევ­რს საქ­მეს­თან და კლი­ენ­ტებ­თან. მინ­და ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დო მათ, მერ­წმუ­ნონ რომ ბო­ლომ­დე ვერ მოხ­და მათი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა,
მაგ­რამ გარ­კვე­ულ­წი­ლად იყო შემ­ხებ­ლო­ბა. მე ამ საქ­მეს ჩა­მოვ­შორ­დი, მაგ­რამ ოჯა­ხის კა­ტე­გო­რი­უ­ლი მო­თხოვ­ნა იყო და მათი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო, რომ ისევ მო­მი­წია დავ­ბრუ­ნე­ბო­დი. ქალ­ბა­ტო­ნი თე­ო­ნა და ჯუმ­ბე­რი რომ არა, მე გა­სუ­ლი ვი­ყა­ვი ამ საქ­მი­დან.

შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ამ საქ­მეს და­ვუბ­რუნ­დი და ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვან, მაგ­რამ მე შე­ზღუ­დუ­ლი ვარ და­ნარ­ჩენ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. ყვე­ლა­ფე­რი უნდა იყოს მი­მარ­თუ­ლი იმის­კენ, რომ ეს უთა­ნას­წო­რო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა - ჩვე­ნი და­კი­თხვა და მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის ჩა­მორ­თმე­ვა მოხ­და აბ­სო­ლუ­ტუ­რად უკა­ნო­ნოდ, არ უნდა მოხ­დეს ამ პრე­ცე­დენ­ტის დაშ­ვე­ბა და ამ­დგვა­რი მოქ­მე­დე­ბის და­კა­ნო­ნე­ბა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ად­ვო­კატ­თა ინ­სტი­ტუ­ტი ჩა­მო­ინ­გრე­ვა და არ იქ­ნე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სწრაფ­ვა დე­მოკ­რა­ტი­ი­სა­კენ“, - აღ­ნიშ­ნა მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ მთავრობის მიერ 28 ნოემბრიდან დაწესებულ შეზღუდვებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის მიერ 28 ნოემბრიდან დაწესებულ შეზღუდვებს?