"ტაქსის მძღოლი 9 წლის გოგონას სკოლაში ატარებდა და ამ დროს ჩაიდინა გარყვნილი ქმედებაო" - რა დეტალები ხდება ცნობილი ხონში მომხდარ შემზარავ ფაქტზე? - კვირის პალიტრა

"ტაქსის მძღოლი 9 წლის გოგონას სკოლაში ატარებდა და ამ დროს ჩაიდინა გარყვნილი ქმედებაო" - რა დეტალები ხდება ცნობილი ხონში მომხდარ შემზარავ ფაქტზე?

იმერეთში არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 72 წლის მამაკაცი დააკავეს. შემზარავი დანაშაული ხონში მოხდა. როგორც AMBEBI.GE-სთვის გახდა ცნობილი, დაკავებული ტაქსის მძღოლია, რომელიც 9 წლის ბავშვის მშობლებმა მის სკოლაში სატარებლად დაიქირავეს.

"დღეს დააკვეს, ტაქსის მძღოლია, გავიგეთ ბავშვთან გარყვნილი ქმედება ჩაუდენია. ცხრა წლის გოგონაა, ბებიასთან ცხოვრობს, მშობლები საზღვარგარეთა არიან. ეს კაცი ატარებდა სკოლაში და როგორც ამბობენ, ამ დროს ჩაიდინა გარყვნილი ქმედებაო.

კალთაში ისვამდაო, ბავშვს გაუმხელია თვითონ, ექსპერტიზაც ჩაუტარდა და ალბათ, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დააკავეს. ჩვენ ასეთი არაფერი შეგვიმჩნევია. ტაქსის მძღოლია და აქ მუშაობდა"- აცხადებენ ადგილობრივები AMBEBI.GE-სთან საუბარში.

ბრალდების არ სჯერათ დაკავებულის ოჯახს. მათი თქმით, არ იციან რა მოხდა და რატომ დააკავეს. ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ მომხდარის გამო შოკში არიან და გამოძიების შედეგს დაელოდებიან.

შსს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.