"ვა­ღი­ა­რებ, რომ ანა და მისი დედა მოვ­კა­ლი და..." - 13 წლის წინ გაუჩინარებული ქართველი დედა-შვილის საქმე, რომელიც ბერძენმა სამართალდამცავებმა ახლახან გახსნეს
"ვა­ღი­ა­რებ, რომ ანა და მისი დედა მოვ­კა­ლი და..." - 13 წლის წინ გაუჩინარებული ქართველი დედა-შვილის საქმე, რომელიც ბერძენმა სამართალდამცავებმა ახლახან გახსნეს
13 წლის წინ სა­ბერ­ძნეთ­ში გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი დედა-შვი­ლის გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე ბერ­ძენ­მა სა­მარ­თალ­დაც­ვე­ლებ­მა და­ახ­ლო­ე­ბით ერთი კვი­რის წინ გახ­სნეს.

Ambebi.ge -მ შემ­ზა­რა­ვი ტრა­გე­დი­ის დე­ტა­ლე­ბი გა­არ­კვია.

რა ვი­თა­რე­ბა­ში გა­უ­ჩი­ნარ­და დედა-შვი­ლი?

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბე­ბით, ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა ომო­ნი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში 2007 წლის 6 ივ­ლისს შე­ვი­და. მას შემ­დეგ, 13 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ორი­ვე და­კარ­გუ­ლად მი­იჩ­ნე­ო­და. ბერ­ძნულ­მა გავ­ლე­ნი­ან­მა მა­უ­წყებ­ლებ­მა არ­ერ­თი გა­და­ცე­მა მი­უ­ძღვნეს უგზო-უკვლოდ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბულ დედა-შვილს, მათ შო­რის ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბე­ბიც.

ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი მა­ნა­ნა ჩი­ქო­ვა­ნი, რო­მე­ლიც სა­ბერ­ძნეთ­ში 24 წე­ლია ცხოვ­რობს,
ამბები.გე –ს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის აქამ­დე უც­ნობ დე­ტა­ლებს უყ­ვე­ბა. მისი მო­ნა­თხრო­ბის მი­ხედ­ვით, დედა-შვი­ლი პა­კის­ტა­ნე­ლე­ბის ბარ­ში მუ­შა­ობ­და. სწო­რედ ამ ობი­ექ­ტი­დან გა­უ­ჩი­ნარ­და ჯერ შვი­ლი, შემ­დეგ კი დედა.

"ეს ძა­ლი­ან გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ამ­ბა­ვი იყო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. ბერ­ძნულ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში არა­ერ­თხელ გა­შუქ­და. ცნო­ბი­ლი ორ­სა­ა­თი­ა­ნი გა­და­ცე­მა "სი­ნათ­ლე გვი­რაბ­ში", რომ­ლის მი­ზა­ნიც და­კარ­გუ­ლი
ხალ­ხის მო­ძებ­ნაა, მთლი­ა­ნად ანა­სა და ჟუ­ჟუ­ნას მი­უ­ძღვნეს. მე ისი­ნი გა­ვი­ცა­ნი 1996 წელს, რო­დე­საც ახა­ლი ჩა­სუ­ლი ვი­ყა­ვი სა­ბერ­ძნეთ­ში. თა­ვა­დაც ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლე­ბი იყ­ვნენ. ძა­ლი­ან უჭირ­დათ. ჟუ­ჟუ­ნა ისე­თი ლა­მა­ზი და კოხ­ტა ქალი იყო, ანი მა­შინ 9-10 წლის იქ­ნე­ბო­და. მახ­სოვს, თა­ვი­დან ბინა რომ იქი­რა­ვეს, ვერ გა­და­ი­ხა­დეს ქირა და მე­პატ­რო­ნეს ბავ­შვი­ა­ნად გა­რეთ გა­მო­უგ­დია ჟუ­ჟუ­ნა. ის ღამე ეკ­ლე­სი­ის ეზო­ში გა­უ­თე­ვი­ათ. ზო­გა­დად, ბავ­შვი­ან ქალს არ იღებ­დნენ მო­ხუ­ცე­ბის მომ­ვლე­ლე­ბად და მა­გი­ტომ გა­უ­ჭირ­და თა­ვი­დან. შემ­დეგ რო­გორც იქნა მი­ი­ღო ერ­თმა ღვთის­ნი­ერ­მა ოჯახ­მა და თან­და­თან მოძ­ლი­ერ­და მა­ტე­რი­ა­ლუ­რად. მახ­სოვს, გა­ხა­რე­ბუ­ლი მხვდე­ბო­და ხოლ­მე გზა­ში, აი, მა­ნა­ნა, ფეხ­ზე ვდგე­ბით, მგო­ნიო. ვწვა­ლობ ჩემი ანის­თვი­სო. ბო­ლოს, რომ ვნა­ხე, გა­უ­ჩი­ნა­რე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, მი­თხრა, დიდი ბინა მაქვს ნა­ქი­რა­ვე­ბი და დღი­უ­რად ვა­ქი­რა­ვე­ბო. ასე იქ­ცე­ვა ბევ­რი ქარ­თვე­ლი - ფულს რომ იშოვ­ნი­ან, და­მა­ტე­ბით შე­მო­სა­ვალს იჩე­ნენ. პა­რა­ლე­ლუ­რად ბარ­ში ვმუ­შა­ო­ბო. ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი ვართ მე და ჩემი შვი­ლი, ანი სკო­ლა­ში კარ­გად სწავ­ლობს, ქარ­თულ ცეკ­ვებ­ზეც და­დის, ნეტა იცო­დე რა გოგო მყავ­სო. მარ­თლაც, ისე­თი ლა­მა­ზი იყო ანი... აშოლ­ტი­ლი. 20-21 წლის იქ­ნე­ბო­და ეს ამ­ბა­ვი რომ მოხ­და. ბო­ლოს ისი­ნი მუ­შა­ობ­დნენ პა­კის­ტა­ნე­ლე­ბის კა­ფე­ში. სა­ლა­რო­ზე ამუ­შა­ვებ­დნენ ანის თურ­მე და ჟუ­ჟუ­ნა მე­ნე­ჯე­რი იყო. ერთ დღე­საც და­უგ­ვი­ა­ნია სამ­სა­ხურ­ში ანის, და­უ­რე­კავთ დე­და­მი­სის­თვის, შენს შვილს პრობ­ლე­მა აქ­ვსო, ეს გა­ვარ­დნი­ლა კა­ფე­დან და მას შემ­დეგ არა­ვის უნა­ხავს", - გვიყ­ვე­ბა ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი.

რა გახ­და მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი?


ბერ­ძნუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, მკვლელ­მა გა­მო­ძი­ე­ბას სკან­და­ლუ­რი აღი­ა­რე­ბა მის­ცა. პა­კის­ტა­ნის 54 წლის მო­ქა­ლა­ქე გა­მომ­ძი­ე­ბელს დე­ტა­ლუ­რად მო­უყ­ვა და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ და და­ა­სა­ხე­ლა კონ­კრე­ტულ მი­ზე­ზი, რის გა­მოც 2007 წელს ათენ­ში, კერ­ძოდ, პე­ტა­რა­ლო­ნა­ში, 21 წლის ქარ­თვე­ლი გოგო და მისი დედა, თა­ნამ­ზრახ­ველ­თან ერ­თად, სას­ტი­კად და­ხო­ცა. გაგრძელება

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები