"მე მას მი­ვუ­ტე­ვე, გულ­წრფე­ლად ვლო­ცუ­ლობ­დი მის­თვის და მისი ოჯა­ხის­თვის" - რას ჰყვება შემზარავი მკვლელობის შესახებ რაიან სმიტის დედა?
"მე მას მი­ვუ­ტე­ვე, გულ­წრფე­ლად ვლო­ცუ­ლობ­დი მის­თვის და მისი ოჯა­ხის­თვის" - რას ჰყვება შემზარავი მკვლელობის შესახებ რაიან სმიტის დედა?
ხა­დას ხე­ო­ბა­ში, სმი­ტე­ბის ოჯა­ხის მკვლე­ლო­ბის ამ­ბავ­მა ორი წლის წინ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა. რა­ი­ან, ლორა და ქე­ი­ლაბ სმი­ტე­ბის მკვლე­ლო­ბის­თვის მსჯავ­რდე­ბულ მწყემსს, მალ­ხაზ კო­ბა­ურს სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა აქვს მის­ჯი­ლი.

რა­ი­ან სმი­ტის დე­დამ სა­სა­მარ­თლო­ზე წე­რი­ლი გა­მოგ­ზავ­ნა, სა­დაც წერ­და, რომ მან მკვლელს მი­უ­ტე­ვა. რა­ი­ა­ნის დედა ამ­ჯე­რად ვი­დეო ჩა­ნა­წერს ავ­რცე­ლებს, სა­დაც დე­ტა­ლუ­რად აღ­წერს იმ ტრა­გე­დი­ას, რაც მის­მა ოჯახ­მა გა­და­ი­ტა­ნა და სა­უბ­რობს იმა­ზეც, თუ რო­გორ შეძ­ლო დამ­ნა­შა­ვის­თვის მი­ე­ტე­ვე­ბი­ნა. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს ვი­დე­ო­დან:

"რა­ი­ა­ნი და ლორა სა­ქარ­თვე­ლო­ში კავ­კა­სი­ის მთებ­ში
მო­ბი­ნად­რე აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ მუს­ლიმ­თა თე­მის და­სახ­მა­რებ­ლად ჩა­მო­ვიდ­ნენ. პირ­ველ ივ­ლისს, ჩემს და­ბა­დე­ბის დღე­ზე და­მი­რე­კეს და სიმ­ღე­რით მო­მი­ლო­ცეს, სკა­ი­პით კარ­გი დრო გა­ვა­ტა­რეთ. რა­ი­ან­მა მი­თხრა, რომ სა­ლაშ­ქროდ აპი­რებ­დნენ წას­ვლას, მო­ლაშ­ქრე­ებ­ში გან­თქმულ ხე­ო­ბა­ში, ჩანჩქერ­ზე.

მე­გობ­რებს ფო­ტო­ე­ბიც გა­უზ­გავ­ნეს, რო­გორ მი­ცო­ცავ­დნენ კლდე­ზე, თუმ­ცა რო­დე­საც ვახ­შმის დრო დად­გა, ისი­ნი აღარ­სად ჩან­დნენ, ტე­ლე­ფონ­საც არ
პა­სუ­ხობ­დნენ. გვი­ა­ნო­ბამ­დე მათი ასავლ და­სა­ვა­ლის შე­სა­ხებ რომ ვე­რა­ფე­რი შე­ი­ტყვეს, ოჯა­ხის ახ­ლობ­ლებ­მა პო­ლი­ცი­ა­ში და­რე­კეს და და­კარ­გვის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­დეს. მე­ო­რე დი­ლას, რო­გორც კი ინა­თა, პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ხე­ო­ბა­ში ძებ­ნა და­ი­წყეს.

ახალ­გაზ­რდა ყმაწ­ვილ­მა - 19 წლის მწყემსმა პო­ლი­ცი­ე­ლებს გა­ნუ­ცხა­და, რომ ბი­ლიკ­ზე მი­მა­ვალ ოჯახს შეხ­ვდა და ტუ­რის­ტებ­ში გან­თქმუ­ლი ჩანჩქე­რის გზა მი­ას­წავ­ლა, სამ­ხარ­ზეც და­ეწ­ვია და შემ­დეგ თა­ვის ფა­რა­ში დაბ­რუნ­და....

შემ­დე­გი ელ-ფოს­ტაც მი­ვი­ღე, რო­გორც კი გავ­ხსე­ნი, ორი სი­ტყვა მომ­ხვდა თვალ­ში: "სამ­მა­გი მკვლე­ლო­ბა“. იმ მო­მენ­ტში ჩემი გო­ნე­ბა პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით აფეთ­ქდა. წე­რი­ლი ბო­ლომ­დე წა­ვი­კი­თხე და შე­ვი­ტყვე, რომ მკვლე­ლი მწყემ­სი იყო და რომ ის პო­ლი­ცი­ამ და­ა­პა­ტიმ­რა. გა­ვი­გე, რომ მან თა­ვად მი­იყ­ვა­ნა პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი ყი­ნუ­ლის გა­მოქ­ვა­ბულ­ში და იქ და­მარ­ხუ­ლი ქე­ი­ლა­ბის სხე­უ­ლი აჩ­ვე­ნა. იხილეთ სრულად



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები