"მე მას მი­ვუ­ტე­ვე, გულ­წრფე­ლად ვლო­ცუ­ლობ­დი მის­თვის და მისი ოჯა­ხის­თვის" - რას ჰყვება შემზარავი მკვლელობის შესახებ რაიან სმიტის დედა? - კვირის პალიტრა

"მე მას მი­ვუ­ტე­ვე, გულ­წრფე­ლად ვლო­ცუ­ლობ­დი მის­თვის და მისი ოჯა­ხის­თვის" - რას ჰყვება შემზარავი მკვლელობის შესახებ რაიან სმიტის დედა?

ხადას ხეობაში, სმიტების ოჯახის მკვლელობის ამბავმა ორი წლის წინ მთელი საქართველო შეძრა. რაიან, ლორა და ქეილაბ სმიტების მკვლელობისთვის მსჯავრდებულ მწყემსს, მალხაზ კობაურს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.

რაიან სმიტის დედამ სასამართლოზე წერილი გამოგზავნა, სადაც წერდა, რომ მან მკვლელს მიუტევა. რაიანის დედა ამჯერად ვიდეო ჩანაწერს ავრცელებს, სადაც დეტალურად აღწერს იმ ტრაგედიას, რაც მისმა ოჯახმა გადაიტანა და საუბრობს იმაზეც, თუ როგორ შეძლო დამნაშავისთვის მიეტევებინა. გთავაზობთ ამონარიდს ვიდეოდან:

"რაიანი და ლორა საქართველოში კავკასიის მთებში მობინადრე აზერბაიჯანელ მუსლიმთა თემის დასახმარებლად ჩამოვიდნენ. პირველ ივლისს, ჩემს დაბადების დღეზე დამირეკეს და სიმღერით მომილოცეს, სკაიპით კარგი დრო გავატარეთ. რაიანმა მითხრა, რომ სალაშქროდ აპირებდნენ წასვლას, მოლაშქრეებში განთქმულ ხეობაში, ჩანჩქერზე.

მეგობრებს ფოტოებიც გაუზგავნეს, როგორ მიცოცავდნენ კლდეზე, თუმცა როდესაც ვახშმის დრო დადგა, ისინი აღარსად ჩანდნენ, ტელეფონსაც არ პასუხობდნენ. გვიანობამდე მათი ასავლ დასავალის შესახებ რომ ვერაფერი შეიტყვეს, ოჯახის ახლობლებმა პოლიციაში დარეკეს და დაკარგვის შესახებ განაცხადეს. მეორე დილას, როგორც კი ინათა, პოლიციელებმა ხეობაში ძებნა დაიწყეს.

ახალგაზრდა ყმაწვილმა - 19 წლის მწყემსმა პოლიციელებს განუცხადა, რომ ბილიკზე მიმავალ ოჯახს შეხვდა და ტურისტებში განთქმული ჩანჩქერის გზა მიასწავლა, სამხარზეც დაეწვია და შემდეგ თავის ფარაში დაბრუნდა....

შემდეგი ელ-ფოსტაც მივიღე, როგორც კი გავხსენი, ორი სიტყვა მომხვდა თვალში: "სამმაგი მკვლელობა“. იმ მომენტში ჩემი გონება პირდაპირი მნიშვნელობით აფეთქდა. წერილი ბოლომდე წავიკითხე და შევიტყვე, რომ მკვლელი მწყემსი იყო და რომ ის პოლიციამ დააპატიმრა. გავიგე, რომ მან თავად მიიყვანა პოლიციელები ყინულის გამოქვაბულში და იქ დამარხული ქეილაბის სხეული აჩვენა. იხილეთ სრულად