ასპინძაში ორ წლამდე ბავშვს მანქანამ გადაუარა - კვირის პალიტრა

ასპინძაში ორ წლამდე ბავშვს მანქანამ გადაუარა

ასპინძაში ორ წლამდე ბავშვს მანქანამ გადაუარა. გავრცელებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი მანქანის ქვეშ შეძვრა, რის შესახებაც მძღოლმა და იქ მყოფმა პირებმა არ იცოდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.