"ჩემმა მეგობარმა ბეჟან მაისურაძემ მთხოვა დავხმარებოდი რუკების მოძიებაში" - რას ჰყვება ჩვენებაში ბიზნესმენი დავით ხიდაშელი
"ჩემმა მეგობარმა ბეჟან მაისურაძემ მთხოვა დავხმარებოდი რუკების მოძიებაში" - რას ჰყვება ჩვენებაში ბიზნესმენი დავით ხიდაშელი
დავით გარეჯთან დაკავშირებით ბიზნესმენი დავით ხიდაშელი საგამოძიებო უწყებაში დამატებით გამოიკითხა. შეგახსენებთ, რომ სწორედ დავით ხიდაშელმა გადასცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ის რუკა, რომლითაც გამოძიების ინფორმაციით, 2006-2007 წლებში დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიის წევრებს უნდა ეხელმძღვანელათ.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის
დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

ბიზნესმენმა ერთ-ერთ ტელეკომპანიას 13 ოქტომბერს ვრცელი ინტერვიუ მისცა, მაგრამ სწორედ ამ ინტერვიუს შემდეგ ბრალდებულთა ადვოკატები და ოპოზიციის ლიდერები მის
ჩვენებას ეჭვქვეშ აყენებენ.
ხიდაშელი ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის გადაცემული ყველაზე სადავო და ხმაურიანი რუკა რუსეთში მოიძია, მაგრამ სატელევიზიო ეთერში განსხვავებულად ჰყვება, ვინ სთხოვა ეს. ამბობს, რომ ამ მასალებისა და რუკების მოძიება ივანიშვილის თხოვნით დაიწყო. "ბიძინა ივანიშვილმა 2019 წლის სექტემბერში დამირეკა და ჩემთვის შოკის მომგვრელი ინფორმაცია მომაწოდა. მაშინ მომიყვა, რომ პრობლემები შეიქმნა დავითგარეჯის მონასტერთან და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებით. მან მთხოვა დახმარება, მომეძია რაღაც რუკა", - ამბობს ხიდაშელი. გამოძიებისთვისთვის მიცემულ ჩვენებაში კი ამბობს, რომ ამ მასალის მოძიება ბეჟან მაისურაძემ სთხოვა...

ფრაგმენტები დავით ხიდაშელის ჩვენებიდან:
- 2019 წლის ოქტომბერში ჩემმა მეგობარმა ბეჟან მაისურაძემ მთხოვა დავხმარებოდი 1936-38 წლების საქართველოს რუკების მოძიებაში, რადგან ასეთი რუკები საქართველოში არ იძებნებოდა და თავდაცვის სამინისტროსთვის გადამეცა... გარკვეული პერიოდის ძიების შემდეგ სასურველი რედაქციის რუკებს რუსეთის ფედერაციულ რესპუბლიკაში მივაკვლიე, კერძოდ კი - მოსკოვში არსებულ სახელმწიფო ფედერაციულ საბიუჯეტო დაწესებულებაში, "გეოდეზიის, კარტოგრაფიისა და ინფრასტრუქტურის სივრცითი მონაცემების ფედერალურ სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრში, 2020 წლის მარტის შუა რიცხვებში. ვინაიდან არ ვარ რუსეთის მოქალაქე, ჩემი თხოვნით იმ დროისთვის თანამშრომელმა მოსკოვში, სერგეი ბრაგინმა გააფორმა ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების საფუძველზე შემდეგ მე გავაფორმე ხსენებულ დაწესებულებასთან ხელშეკრულება. გადმოგვეცა აღნიშნული დაწესებულების სახელმწიფო ფონდში დაცული 1: 200 000 მასშტაბის შემდეგი ნომენკლატურის ტოპოგრაფიული რუკები კ- 36-22 შედგენილი 1936 წელს, კ- 38-23 შედგენილი 1938 წელს, კ- 38-28 შედგენილი 1936 წელს და კ-38-29 შედგენილი 1938 წელს საბჭოთა კავშირის სახალხო კომისრის მიერ. ასევე სიდი დისკი, რომელზეც ჩაწერილი იყო არქივის მიერ გადმოცემული რუკები, ამავე დაწესებულებაში დამზადებული რუკების ელექტრონული ვერსიები და ასლები, ტოპოგრაფიული რუკების ნომენკლატურული ვერსიების დამოწმებული ანალოგების ფერადი ელექტრონული ვერსიები.


მკითხველის კომენტარი (7)
20 ოქტომბერი 2020 14:34
Mainc rogor unda gaayalbo 1938 cels damtkicebuli da arqivshi daculi ruka? Da kidev tu es ruka yalbia amaze azerebma imtvrion tavi amaze tqven ratom nagvlobt? Tu tqvenc tvlit rom davit gareji azerbaijania? Da tu ase tvlit mashin vinaa tqvensa da hidashels shoris patrioti da vin yalbi da mogalate?
Misha asi celi agar gamahsendeba misi arc dachera mainteresebs da arc dacinaureba.
ზვიზდი
19 ოქტომბერი 2020 10:44
არასანდოა ეს კაცი. რუსეთში ყველანაირი საბუთის გაყალბებაა შესაძლებელი, ეს მიშას დასაჭერად მიზანმიმართული სპეცოპერაციაა, რომელსაც ატარებს ბიძო და რომერლიც დამთავრდება სხვისთვის გათხრილი ორმოს
პრინციპით.
ჯუბა
18 ოქტომბერი 2020 22:43
რა ზღაპრებს აკომენტარობთ ხალხო? თუ ღალატი იყო გაყიდა ტერიტოირები მაშინ მორჩებოდა აზერბაიჯანთა საზღვრის დემარკაცია. რატომ არის დღემდე ეს საკითხი ღია? ან თუ 2013 წელს მიაწოდეს ღარიბაშვილს ინფორმაცია ამ რუკების შესახებ 7 წელი რას ელოდებოდნენ?
რეზო
18 ოქტომბერი 2020 21:22
ბიძინამ საიდან იცოდა ამ რუკების არსებობის შესახებ?
სიმართლე.
18 ოქტომბერი 2020 19:56
თუ აქვს მნიშვნელობა, ვინ რა სთქვა. ფაქტებზე ვილაპარაკოთ და არა ჭორის დონეზე, ის რაც არავის აინტერესებს, თუ ვინ რა სთქვა. ჯერ პასუხი გავცეთ, ქვეყნის ღალატის საკითხს და შემდეგ ვიმარჩიელოთ, ვინ რა სთქვა. ბევრს ეტყობა სულ სხვა რამ აინტერესებს.
ლარა
18 ოქტომბერი 2020 19:33
რა მერე,რახან რუსეთში იშოვა რუკები არ უნდა ჩამოეტანა? რატომ არა? ამ შემთხვევაში ჩვენთვის კარგი გაუკეთებია რუსეთს და ამისთვის მადლობა, მიუხედავად იმისა ის ოკუპანტად რჩება სულ ეს არის. რას ეხევით ზოგიერთები ვერვ გავიგე, ისეთი შთაბეჭდილება რჩება არ გაგხარებიათ.თქვენი ლოგიკით ოღონდ ამ თავრობის ხელში არ გაკეთდეს კარგი საქმე და თუნდაც ნახევარი საქართველო წაუღია მეზობლებს.როგორ მეცოდებიანესეთი მოაზროვნეები.ოკუპანტმა რუსეთმა ჩვენი ტერიტორიები რომ დაგვიბრუნონ უარი უნდა ვუთხრათ?ის ხომ ოკუპანტია.
Luka
18 ოქტომბერი 2020 13:27
Vfiqrob am istoriashi mtavari rukebia da ara is vin daureka hidashels da aris tu ara is rusetis moqalaqe. Tavad lavrenti berias rom gamoegzavna es ruka saiqiodan igi mis faseulobas mainc ar dakargavda, es gahlavt ruka romlis mihedvitac davit garejis samonastro kompleqsi sruladaa saqartvelos sazgvrebs shignit da esaa mtavari. Daicheren melashvils tu ordens dahkideben es araa chemi saqme da amas albat gamozieba gascems pasuhs.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები