გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევა ხვალ იწყება - კვირის პალიტრა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევა ხვალ იწყება

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევის ეტაპი გორის რაიონულ სასამართლოში ხვალ, 19 ოქტომბერს იწყება.

სხდომა სასამართლოში 15:00 საათზეა დანიშნული.

ხვალინდელ სასამართლო პროცესზე ნაფიც მსაჯულთა კანდიდატების სიის დამტკიცება მოხდება. საქმის ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილვის სურვილი და თანხმობა სამმა ბრალდებულმა - არჩილ გაგნიძემ, ნიკოლოზ რევაზიშვილმა და ვახტანგ ჩიქოვანმა გამოთქვეს.

ცნობისთვის, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ეპიზოდზე ბრალდებულებიდან არჩილ გაგნიძის, ნიკოლოზ რევაზიშვილისა და ვახტანგ ჩიქოვანის საქმეს განიხილავს.

"ინტერპრესნიუსი"