"დედამისი ივანიშვილთანაც მივიდა, ბიძინაც კი მესაუბრა ამ თემაზე" - რატომ გადაიდო ბუსა ჟვანიას სასამართლო პროცესი? - კვირის პალიტრა

"დედამისი ივანიშვილთანაც მივიდა, ბიძინაც კი მესაუბრა ამ თემაზე" - რატომ გადაიდო ბუსა ჟვანიას სასამართლო პროცესი?

ბუსა ჟვანიას სასამართლო პროცესი 24 სექტემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ის ნოემბრის ბოლოსთვის გადაიდო. შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე 2 აგვისტოს საკუთარ სახლში დაჭრეს, რაშიც ბრალდებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი ბუსა ჟვანია. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ლევან თოფაძეს მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

Ambebi.ge დაზარალებულ ლევან თოფაძის ბაბუას გოგი თოფაძეს ესაუბრა, დავინტერესდით, როგორც მისი შვილიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, ასევე იმით, თუ რატომ გადაიდო სასამართლო?

გოგი თოფაძე:

"ლევანი ისევ ისეა, სამწუხაროდ, მარცხენა ფეხში ისევ არ აქვს შეგრძნება. ჩაწყნარდეს ყველაფერი და სადღაც 2 თვის შემდეგ, გერმანიაში უნდა წავიყვანო. ნუ ნერვიულობს ბუსას დედა, რომელსაც გასაგებია, აწუხებს თავისი შვილის ამბავი. იცით, რომ მას დანაშაულისთვის 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. რადგან ახალგაზრდა კაცია, უკან დავიხიეთ, ახლა კვალიფიკაცია შეიცვლება ალბათ და 3-დან 6 წლამდე სასჯელი ემუქრება.

დედამისი 1-2-ჯერ იყო ჩემთან მოსული და ვუთხარი, - კინაღამ ბავშვი მომიკლა-მეთქი... ღამის 5 საათზე შემოვარდა, მე-4 სართულზე ავარდა, ატეხა ბათქა-ბუთქი, ძლივს გადარჩა ლევანიკო, სამი დღე რეანიმაციაში იყო. გაგრძელება