ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" ფილიალს თავს დაესხნენ - ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული - კვირის პალიტრა

ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" ფილიალს თავს დაესხნენ - ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული

ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" ფილიალს თავს დაესხნენ.

როგორც ადგილზე მყოფი პირები აცხადებენ, თავდამსხმელებს შენობაში ბანკის თანამშრომლები ჰყვათ, რომლებსაც არ უშვებენ, თუმცა ინფორმაციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება.

ადგილზე საპატრულო პოლიცია უკვე მუშაობს. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.