"ყვიროდა თურმე, ჩქარა შორენა და ნათია მომიყვანეთო... შორენას ბანკის საცავის გასაღები აქვს და ნათია კი - მოლარე-ოპერატორია" - რას ყვება ბანკიდან გამოსული მძევლის მეუღლე
"ყვიროდა თურმე, ჩქარა შორენა და ნათია მომიყვანეთო... შორენას ბანკის საცავის გასაღები აქვს და ნათია კი - მოლარე-ოპერატორია" - რას ყვება ბანკიდან გამოსული მძევლის მეუღლე
"სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" ზუგ­დი­დის ცენ­ტრა­ლუ­რი ფი­ლი­ა­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს კვლავ ალ­ყა­ში ჰყავთ. თავ­და­პირ­ვე­ლად ით­ქვა, რომ და­სა­ყა­ჩა­ღებ­ლად ბან­კში 2 შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი შე­იჭ­რა, თუმ­ცა ბან­კის იმ თა­ნამ­შრომ­ლის თქმით, რო­მელ­მაც მო­ა­ხერ­ხა შე­ნო­ბი­დან გა­მოს­ვლა, იქ ერთი მძარ­ცვე­ლია. მას თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და ბან­კში მყო­ფი სხვა სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბი მძევ­ლად ჰყავს აყ­ვა­ნი­ლი, რო­მელ­თა ნა­წი­ლი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

"სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" ზუგ­დი­დის ფი­ლი­ა­ლი­დან ტე­რა­სის მეშ­ვე­ო­ბით სამ­შვი­დო­ბოს გა­მოღ­წე­უ­ლი ერთ-ერთი თა­ნამ­შრომ­ლის მე­უღ­ლეს და­ვუ­კავ­შირ­დით ზუგ­დიდ­ში. მან მე­უღ­ლის მო­ნა­თხრო­ბი გვი­ამ­ბო.

- მე­უღ­ლე შო­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, როცა გა­მო­ვი­და. ახლა ნელ-ნელა
მშვიდ­დე­ბა. ერ­თა­დერ­თი ის თქვა, რომ მძარ­ცვე­ლი ერთი იყო, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და ყვი­რო­და, ჩქა­რა შო­რე­ნა და ნა­თია მო­მიყ­ვა­ნეთ, თო­რემ ყვე­ლას დაგ­ხო­ცავ­თო. თურ­მე, შო­რე­ნას ბან­კის სა­ცა­ვის გა­სა­ღე­ბი აქვს და ნა­თია კი - მო­ლა­რე-ოპე­რა­ტო­რია.

- გა­მო­დის, რომ იც­ნობ­და ამ ადა­მი­ა­ნებს, რაკი სა­ხე­ლე­ბით იხ­სე­ნი­ებ­და, ხომ?

- - შე­იძ­ლე­ბა იც­ნობ­და ან
უბ­რა­ლოდ სა­ხე­ლე­ბი იცო­და, ამ­დე­ნი ნამ­დვი­ლად არ ვიცი. თურ­მე, პირ­ველ სარ­თულ­ზე მყო­ფე­ბი­დან ია­რა­ღის მუ­ქა­რით ყვე­ლა ძირს და­უწ­ვე­ნია, არ გა­ინ­ძრე­თო, ჩა­უ­კე­ტავს იქ, თვი­თონ კი რამ­დე­ნი­მე მძე­ვა­ლი გა­უყ­ვა­ნია და არა­ვინ იცო­და, რო­მელ ოთახ­ში იმა­ლე­ბო­და. იხილეთ სრულად

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები