"ყვიროდა თურმე, ჩქარა შორენა და ნათია მომიყვანეთო... შორენას ბანკის საცავის გასაღები აქვს და ნათია კი - მოლარე-ოპერატორია" - რას ყვება ბანკიდან გამოსული მძევლის მეუღლე - კვირის პალიტრა

"ყვიროდა თურმე, ჩქარა შორენა და ნათია მომიყვანეთო... შორენას ბანკის საცავის გასაღები აქვს და ნათია კი - მოლარე-ოპერატორია" - რას ყვება ბანკიდან გამოსული მძევლის მეუღლე

"საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ცენტრალური ფილიალი სამართალდამცველებს კვლავ ალყაში ჰყავთ. თავდაპირველად ითქვა, რომ დასაყაჩაღებლად ბანკში 2 შეიარაღებული პირი შეიჭრა, თუმცა ბანკის იმ თანამშრომლის თქმით, რომელმაც მოახერხა შენობიდან გამოსვლა, იქ ერთი მძარცველია. მას თანამშრომლები და ბანკში მყოფი სხვა სამოქალაქო პირები მძევლად ჰყავს აყვანილი, რომელთა ნაწილი გაათავისუფლა.

"საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალიდან ტერასის მეშვეობით სამშვიდობოს გამოღწეული ერთ-ერთი თანამშრომლის მეუღლეს დავუკავშირდით ზუგდიდში. მან მეუღლის მონათხრობი გვიამბო.

- მეუღლე შოკურ მდგომარეობაში იყო, როცა გამოვიდა. ახლა ნელ-ნელა მშვიდდება. ერთადერთი ის თქვა, რომ მძარცველი ერთი იყო, შეიარაღებული და ყვიროდა, ჩქარა შორენა და ნათია მომიყვანეთ, თორემ ყველას დაგხოცავთო. თურმე, შორენას ბანკის საცავის გასაღები აქვს და ნათია კი - მოლარე-ოპერატორია.

- გამოდის, რომ იცნობდა ამ ადამიანებს, რაკი სახელებით იხსენიებდა, ხომ?

- - შეიძლება იცნობდა ან უბრალოდ სახელები იცოდა, ამდენი ნამდვილად არ ვიცი. თურმე, პირველ სართულზე მყოფებიდან იარაღის მუქარით ყველა ძირს დაუწვენია, არ გაინძრეთო, ჩაუკეტავს იქ, თვითონ კი რამდენიმე მძევალი გაუყვანია და არავინ იცოდა, რომელ ოთახში იმალებოდა. იხილეთ სრულად