ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" შენობის მიმდებარედ პოლიციამ ერთი პირი დააკავა - კვირის პალიტრა

ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" შენობის მიმდებარედ პოლიციამ ერთი პირი დააკავა

ზუგდიდში სამართალდამცველებმა "ევროპული საქართველოს" აქტივისტი დააკავეს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განუცხადა.

უგულავას განცხადებით, დაკავებას წინ უძღოდა ის, რომ პროვოკატორმა გიორგი გაბედავამ მათი მისამართით შეურაცხმყოფელი სიტყვები გამოიყენა, რის შემდეგ მოხდა შეხლა-შემოხლა, რა დროსაც „ევროპული საქართველოს“ აქტივისტი დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკოსები და მათი მხარდამჭერები შეკრებილები არიან ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალთან, სადაც შეიარაღებულ თავდამსხმელს მოქალაქეები მძევლად ყავს აყვანილი. ადგილზე იმყოფებიან მძევლების ახლობლებიც.

"ინტერპრესნიუსი"