"ყველა სამართალდამცავი უწყება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მძევლები უსაფრთხოდ დავაბრუნოთ ოჯახებში" - რას აცხადებს ვლადიმერ ბორცვაძე? - კვირის პალიტრა

"ყველა სამართალდამცავი უწყება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მძევლები უსაფრთხოდ დავაბრუნოთ ოჯახებში" - რას აცხადებს ვლადიმერ ბორცვაძე?

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, თავდამსხმელთან, რომელსაც ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" ფილიალში მძევლები ჰყავს აყვანილი, ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

როგორც ბორცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სამართალდამცავი უწყებები ყველაფერს აკეთებენ, რომ მძევლები სახლში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ.

"როგორც ნახეთ, მოლაპარაკებების შედეგად ორი მძევალი გათავისუფლებულია. მოლაპარაკებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო და ყველა სამართალდამცავი უწყება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მძევლები უსაფრთხოდ დავაბრუნოთ ოჯახებში",- განაცხადა ბორცვაძემ.

"ინტერპრესნიუსი"